47 წლის ცნობილმა ქართველმა ბალერონმა ნიკოლოზ ცისკარიძემ „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე დაწერა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანის დაბადების დღეა, რომელსაც 17 წელი შეუსრულდა, და არტისტმა დანიილი როგორც „მისი ბავშვი“ ისე მოიხსენია.
View this post on Instagram
სოციალური ქსელის მომხმარებლები ამან გვარიანად დააბნია, რადგან ცნობილია, რომ არტისტს შვილი არ ჰყავს. ისინი დაინტერესდნენ, ხომ არ არის ეს ნიკოლოზის აღიარება ე.წ. უკანონო შვილთან დაკავშირებით.
View this post on Instagram
ნიკოლოზ ცისკარიძე 1973 წლის 31 დეკემბერს დაიბადა თბილისში, მეცნიერ-ფიზიკოსის, ფიზიკის მასწავლებელ ლამარა ცისკარიძისა და მევიოლინე მაქსიმე ცისკარიძის ოჯახში, თუმცა მამინაცვალმა გაზარდა. ცისკარიძის მამის დედა, წარმოშობით ფრანგი, გათხოვებამდე მსახიობი ყოფილა. გვიანი ბავშვი იყო – როცა გაჩნდა, დედამისი 43 წლის იყო. ხელოვნების მოყვარული ქალი აქტიურად ესწრებოდა კონცერტებს თბილისსა და მოსკოვში, თან დაატარებდა პატარა ნიკოლოზსაც.
View this post on Instagram
ისიც გამუდმებით მიიწევდა სცენისკენ - უყვარდა ლექსების კითხვა, სიმღერა, პატარა სცენების გათამაშება მეზობლებსა და ახლობლებთან. 1984 წელს ჩააბარა თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, 1987 წელს კი სწავლა მოსკოვის აკადემიურ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში გააგრძელა. მანამდე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე უკვე ასრულებდა პარტიებს. ხოლო მოსკოვში აკადემიის დამთავრების შემდეგ, 1992 წელს, საქართველოში უკვე ცნობილი ბალერონი ნიკა ცისკარიძე დიდი თეატრის დასში აიყვანეს და მას მერე საზოგადოებამ ნიკოლოზ ცისკარიძის სახელით გაიცნო.
View this post on Instagram
თანდათანობით წამყვანი პარტიების შესრულება დაიწყო ძირითადად კლასიკურ სპექტაკლებში, მისი სახელი მალე გასცდა რუსეთის ფარგლებს და მის კარიერაში ბევრი მნიშვნელოვანი პარტია, ჯილდო და გასტროლი ჩაიწერა. სამჯერ იყო საცეკვაო პროექტის „ცეკვის მეფეების“ მონაწილე, აქვს მრავალი ჯილდო და წოდება. სხვადასხვა პროექტში მონაწილეობასთან ერთად რუსეთის ერთ-ერთ არხზე მიჰყავდა პროგრამა „მსოფლიო მუსიკალური თეატრის შედევრები“. ძირითადად რუსეთში ცხოვრობს და მუშაობს, თუმცა საქართველოსაც სტუმრობს.
View this post on Instagram
კარგა ხანს პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა დიდ თეატრში, მასთან ბევრი ცნობილი ადამიანი დადიოდა ცეკვის სასწავლად. ცეკვის გარდა სხვა სახის ინტერესებიც აქვს. 2012 წელს მოსკოვის სახელმწიფო იურიდიული აკადემიის მაგისტრატურაში ჩაირიცხა. 2014 წლიდან რუსული ბალეტის აკადემიის რექტორია სანქტ-პეტერბურგში. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ამ შეკითხვაზე ჟურნალისტებს პასუხობს, რომ ცოლი არ ჰყავს და არც ჩქარობს ოჯახის შექმნას.