Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„დედას სიმსივნე დაუდგინდა, ძალიან გვიჭირდა“ – რატომ აირჩია ექიმობა გიორგი ღოღობერიძემ

© photo: Giorgi Ghoghoberidze / FBგიორგი ღოღობერიძე
გიორგი ღოღობერიძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
გამოწერა
გიორგი ღოღობერიძე, რომელიც საზოგადოებამ პანდემიის დროს სოციალური ქსელიდან გაიცნო, ცხოვრების მძიმე პერიოდზე საუბრობს.

თბილისი, 18 ივნისი – Sputnik. ექიმი-რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე, რომელიც საზოგადოებამ პანდემიის დროს გაიცნო, როცა ადამიანებს ბევრ სასარგებლო რჩევას აძლევდა, პროფესიულ არჩევანზე საუბრობს.

ნინო ნადირაძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2021
„მიყვარს ჩემი თავი ძალიან, ამიტომაც ვიცრები“ – ნინო ნადირაძე ფოტოს აქვეყნებს

როგორც გიორგი ამბობს, ყველა პაციენტს დედასავით უყურებს და ცდილობს ყველას დაეხმაროს. მეტიც, როგორც თავად აღნიშნა, მას დღე-ღამეში მხოლოდ ორი საათი სძინავს და მისი დღე დილის 04:00 საათზე იწყება, დღეში კი 400 ადამიანს მაინც პასუხობს.

ის თავისი ცხოვრების უმძიმეს ეტაპსა და პროფესიულ არჩევანზე საუბრობს და იხსენებს როგორ დაემართა დედას სიმსივნე, როდესაც თავად მე-10 კლასის მოსწავლე იყო.

„ქედაში, სოფელ მახუნცეთში ვიზრდებოდი. სკოლა ოქროს მედალზე მაქვს დამთავრებული. მე-10 კლასში ვიყავი, როდესაც დედაჩემს სისხლის სიმსივნე დაუდგინდა – ხოჩკინის ლიმფომა. ოჯახს ფინანსურად ძალიან უჭირდა. ექიმთან კონსულტაციების საშუალებაც კი არ იყო. მაშინ გადავწყვიტე, რომ დედაჩემის დასახმარებლად ექიმი გავმხდარიყავი“, – იხსენებს გიორგი ღოღობერიძე.

როგორც ის ჰყვება, ექიმი კი გახდა, მაგრამ, სამწუხაროდ, დედა მის ექიმობას ვეღარ მოესწრო. მას დედის გარდაცვალებამ მოუშუშებელი იარა დაუტოვა, რომელიც მრავალწლიან დეპრესიაში გამოიხატა.

„სამწუხაროდ, დედაჩემმა მხოლოდ ის ნახა, რომ სამედიცინოზე ჩავაბარე და პირველი კურსი წარმატებით დავხურე. დედაჩემი რომ გარდაიცვალა, ფაქტობრივად ცხოვრება გაჩერდა და ყველანაირი მოტივაცია დამეკარგა. ის ერთადერთი მამოძრავებელი ძალა აღარ მქონდა. ამის შემდეგ მქონდა დეპრესიის 4-5 წლიანი ეპიზოდი. ეს დღემდე გამომყვა, მაგრამ ფარ-ხმალი არ დამიყრია“, – ამბობს ღოღობერიძე ჟურნალ „სარკესთან”.

გადაცემა „პრაიმ შოუში" გიორგი ღოღობერიძემ პანდემიის პერიოდში სოციალური ქსელით ხალხის დახმარებაზე ისაუბრა, თუმცა გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა ნინო ნადირაძემ მას უთხრა, რომ მისი რჩევები შესაძლოა საზოგადოებისთვის საშიშიც ყოფილიყო. ნინო ნადირაძის მწვავე კითხვები გიორგი ღოღობერიძის ზოგიერთმა ფრაზამ გამოიწვია.

„მთელი პასუხისმგებლობა არის ის, რომ მსმენელი ყურადღებით გისმენს. რატომ წამოვჭერი ასე აქტიურად? რაც ტელევიზიებში არ ჟღერდებოდა აქტიურად და რაც სჭირდებოდა საზოგადოებას, იმის გაჟღერება დავიწყე“, – თქვა ღოღობერიძემ.
„რაც პანდემია დაიწყო, ჩემი კლინიკა არის ყველაზე დიდი COVID-კლინიკა ყველაზე დიდი საწოლფონდით, მე ჩემს თავს უფლებას არ ვაძლევდი ვინმესთვის მიმეცა რაიმე რჩევა. რჩევები კონკრეტული მიმართულების კონკრეტულ სპეციალისტს უნდა მიეცა. თქვენ ინფექციონისტი ბრძანდებით? ჯერ არ გაქვთ ექიმის დიპლომი? თქვენ გქონდათ უფლება ეს გაგეკეთებინათ როგორც ექიმს?“ – მიმართა ღოღობერიძეს ნინო ნადირაძემ.

მოგვიანებით გიორგი ღოღობერიძემ ამ ამბავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა. „მართლა არ ვიცი, რატომ მიმიწვიეს ამ გადაცემაში, მაგრამ ძალიან საწყენი გახდა, როდესაც მიზეზი გადაცემის მსვლელობისას გავიგე. „პრაიმშოუს" გვერდზე იდო ეს ვიდეო, მაგრამ წაშალეს. ჩემ გარდა, კოვიდ პანდემიის დროს ყველა იძლეოდა რჩევებს, აბსოლუტურად ყველა, განურჩევლად პროფესიისა, მაგრამ ამის მიუხედავად ჩემი გაშავება არჩიეს. არადა არც პოლიტიკური ინტერესი მქონია და არც - ფინანსური, მხოლოდ ხალხის დახმარება მინდოდა და მინდა. რეზიდენტი მალე აღარ ვიქნები, მაგრამ მაინც ძალიან მეამაყება, რომ „რეზიდენტის" სტატუსით გამოვდიოდი! მეწყინა ამგვარი დამოკიდებულება", – დაწერა გიორგი ღოღობერიძემ.

ყველა ახალი ამბავი
0