ანტონიუ გუტერეში გაეროს გენმდივნად მეორე ვადით დანიშნეს

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიანტონიუ გუტერეში
ანტონიუ გუტერეში - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
გამოწერა
ერთსა და იმავე ადამიანს გაეროს ხელმძღვანელობა შეუზღუდავად, რამდენიმე ვადით შეუძლია, თუმცა აქამდე არც ერთ გენერალურ მდივანს არ უსარგებლია ამ უფლებით.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ორგანიზაციის გენერალურ მდივნად მეორე ვადით დანიშნა ანტონიუ გუტერეში, განაცხადა ასამბლეის თავმჯდომარემ ვოკან ბოზკირმა.

ანტონიუ გუტერეში - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2021
დარჩება თუ არა გუტერეში გაეროში: ცნობილი გახდა კენჭისყრის თარიღი
„გადაწყვეტილება მიღებულია. პატივი მაქვს გაცნობოთ, რომ მისი უმაღლესობა ანტონიუ გუტერეში დანიშნულია... გაეროს გენერალურ მდივნად მეორე ვადით — 2022 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით“, — განაცხადა ბოზკირმა.

აღსანიშნავია, რომ გუტერეში ერთადერთი კანდიდატი იყო გენერალური მდივნის პოსტზე. პირველად პოსტი მან 2017 წლის 1 იანვარს დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ გაერო გენერალურ მდივანს ხუთი წლის ვადით ირჩევს. ერთსა და იმავე ადამიანს გაეროს ხელმძღვანელობა შეუზღუდავად, რამდენიმე ვადით შეუძლია, თუმცა აქამდე არც ერთ გენერალურ მდივანს არ უსარგებლია ამ უფლებით − ათ წელზე მეტხანს არც ერთი მათგანი არ დარჩენილა თანამდებობაზე.

ყველა ახალი ამბავი
0