ჩეხეთის მთავრობამ ოცდაათი ქართველი სტუდენტის სწავლა დააფინანსა

© photo: Embassy of the Czech Republic in Tbilisi, Georgia / FBქართველი სტუდენტები
ქართველი სტუდენტები - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
გამოწერა
როგორც საქართველოში ჩეხეთის ელჩმა აღნიშნა, ამ რაოდენობის სტუდენტი სხვა არც ერთ ქვეყანას არ ჰყავს, საქართველო ამ მხრივ პირველ ადგილზეა.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnk. ჩეხეთის უნივერსიტეტებში სრული დაფინანსებით სწავლის უფლება ოცდაათმა ქართველმა სტუდენტმა მიიღო, იუწყება საქართველოში ჩეხეთის საელჩო.

„წელს ოცდაათმა ქართველმა სტუდენტმა მიიღო ჩეხეთის მთავრობის დაფინანსება მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში სწავლის გასაგრძელებლად, რაც უპრეცედენტო რაოდენობაა“, — ნათქვამია საელჩოს Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ სტიპენდია ფარავს ჩეხეთში სწავლასა და ცხოვრებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს.

ჩეხეთის ელჩის პეტრ მიკისკას თქმით, ამ რაოდენობის სტუდენტი სხვა არც ერთ ქვეყანას არ ჰყავს, საქართველო ამ მხრივ პირველ ადგილზეა.

„ჩვენ შევხვდით სტუდენტებს, რომლებიც შევარჩიეთ და დავაჯილდოვეთ ისინი სტიპენდიებით. ეს ჩვეთვის განსაკუთრებული მომენტია, ვინაიდან პირველად გვყავს ერთბაშად 30 სტიპენდიანტი. როგორც წესი, მათი რაოდენობა ბევრად ნაკლებია ხოლმე. გასულ წელს იყო 20, ხოლო მანამდე — 10. წელს ჩვენ ბევრად მეტი ქართველი სტუდენტი მივიწვიეთ ჩეხეთის უნივერსიტეტებში“, — აღნიშნა ელჩმა.

საელჩოში შეხვედრისას ქართველ სტუდენტებს ჩეხეთის ვიზის გაფორმებისა და ამ ქვეყანაში სწავლის დაწყების წესები გააცნეს.

აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის მთავრობის პროგრამის საქართველოში დაწყების დღიდან ჩეხურ უნივერსიტეტებში განათლება უკვე 100-მდე ქართველმა მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0