„თელასი": თბილისის მოსახლეობის უმეტესობას ხვალ ელექტროენერგია გაეთიშება

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2021
გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 18 ივნისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მიცკევიჩის, ტაშკენტის და ჯანო ბაგრატიონის ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ასმათის, დავარის და ავთანდილის ქუჩების მოსახლეობას.

12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას V კვარტლის, ნუცუბიძის I მიკრორაიონის, მინდელის, პოლიტკოვსკაიას და ანჯაფარიძის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი კრწანისის მოსახლეობას.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I მიკრორაიონის, ბერი გაბრიელ სალოსის, ხელოვანთა, მშველიძის, პეტეფის და მუსხელიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), წინამძღვრიშვილის, კარგარეთელის, უზნაძის, კვინიტაძის, ნინოშვილის, პასტერის, ჩუბინაშვილის, ბაქოს და კონსტიტუციის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, X მიკრორაიონების, შუამთის, თრიალეთის და კალოუბნის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის VI, VII მიკრორაიონების, ჭედიას, შუშის, ტაძრის, ლაზოს, წყალსადენის და მონასტრის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუდამაყრის და გვაზაურის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), სტანისლავსკის, ბაქრაძის, ვანის, თევდორე მღვდლის, სოხუმის, ზუგდიდის, ევდოშვილის, ცემის და კედიას ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0