რომელი ქვეყნებიდან ჩამოვლენ აუცრელი ტურისტები - საქართველომ ქვეყნების სია გააფართოვა

© Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები
ტურისტები - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2021
გამოწერა
საქართველოში ჩამოსვლა შეუძლიათ ყველა აცრილ უცხოელებს, გარდა ბოლო ორი კვირის განმავლობაში ინდოეთში ნამყოფი პირებისა.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ გააფართოვა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა ვაქცინაციის გარეშე, მაგრამ უარყოფითი PCR-ტესტით შეუძლიათ.

ტურისტები - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2021
აუცილებელი ინფორმაცია მათთვის, ვინც საქართველოში ჩამოდის

მთავრობის განკარგულებით, ამ ქვეყნების სიაში მოხვდნენ სან-მარინო, მონაკო, სერბეთი, ისლანდია, ლიხტენშტაინი, მონტენეგრო, ანდორა, ჩრდილოეთ მაკედონია და ბოსნია და ჰერცეგოვინა.

ამ ქვეყნების მოქალაქეებს, ასევე ამავე ქვეყნების ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირებს საქართველოში ჩამოსვლა შეუძლიათ ჩამოსვლამდე 72 საათით ადრე გაკეთებული PCR-ტესტის უარყოფითი შედეგით.

შემდგომში ჩამოსვლიდან მესამე დღეს მათ განმეორებითი PCR-ტესტის გაკეთება საკუთარი ხარჯით მოუწევთ.

ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2021
საქართველოში მაისში ჩამოსული უცხოელების რაოდენობა 2,5-ჯერ გაიზარდა

მანამდე ეს წესები ვრცელდებოდა შემდეგ ქვეყნებზე: ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ისრაელის სახელმწიფო, თურქეთის რესპუბლიკა, შვეიცარიის კონფედერაცია, ნორვეგიის სამეფო, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, საუდის არაბეთის სამეფო, კატარის სახელმწიფო, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინის სამეფო, სომხეთის რესპუბლიკა, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, უკრაინა, ყაზახეთის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია, ბელარუსის რესპუბლიკა, თურქმენეთი, უზბეკეთის რესპუბლიკა, ტაჯიკეთის რესპუბლიკა, ყირგიზეთის რესპუბლიკა, იაპონია, კანადა, ქუვეითი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, მოლდოვა, ომანი.

აგრეთვე საქართველოში ჩამოსვლა შეუძლიათ ყველა აცრილ უცხოელებს (გამონაკლისს წარმოადგენენ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ინდოეთში ნამყოფი ადამიანები).

ყველა უცხოელ ვიზიტორს საქართველოში შემოსვლისას უნდა ჰქონდეს სამედიცინო დაზღვევა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში კორონავირუსის სამკურნალო ხარჯებს დაფარავს.

 

ყველა ახალი ამბავი
0