Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ამ ამბავში ბევრი ადამიანის ხელი ურევია...“ – რატომ დაშორდა ლუკა კურტანიძე ცოლს?

© photo: courtesy of T. Chochuaლუკა კურტანიძე
ლუკა კურტანიძე - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2021
გამოწერა
ლუკა კურტანიძისა და ხათუნა მიქაცაძის ოჯახი დაინგრა. სპორტსმენი ყოფილ მეუღლეს ემოციურ პოსტებს უძღვნის.

ცნობილი მოჭიდავე ლუკა კურტანიძე მეუღლესთან ხათუნა მიქაცაძესთან დაშორებას ტრაგედიას უწოდებს და ამბობს, რომ ამ ამბავში ბევრი ადამიანის ხელი ურევია.

„ხათოს მივწერე ამერიკაში, რომ სანამ ცოცხალია, მე ვერავინ წამაქცევს. ის ძალიან დიდი იმედია ჩემთვის და მხოლოდ ის მინდა, ჯანმრთელი და ძლიერი იყოს. დანარჩენს კი, ადრე თუ გვიან, ყველას გაეცემა პასუხი. მე ხათოს ძალიან დიდი ტვირთი დავადე – ჩემი სიყვარული. ყველა ჩემს შვილს აქვს სახლი, მათ ყურადღებას ვაქცევ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შეცდომა დაუშვეს. თუმცა მათიც მესმის, რომ მშობლის გაყოფა არ შეუძლიათ“, – აღნიშნავს ლუკა.

სპორტსმენის თქმით, ყოფილი მეუღლის თითოეულ გამოხედვას ცნობს.

„შეიძლება სხვამ იფიქროს, რადგან ხათოს გაღიმებულს ხედავენ, კარგადაა, მაგრამ მე მის თითოეულ გამოხედვას ვიცნობ. ვიცი, მისი ღიმილის უკან რამდენი ცრემლია. ის ჩემი გულისა და სულის ნახევარია. ჩვენ შორის კი ღმერთია მოკავშირე. მხოლოდ ერთი რამ მინდა, რომ თავს გაუფრთხილდეს და ბევრი წელი ვხედავდე მის ბედნიერ სახეს“, – აღნიშნავს ლუკა კურტანიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში.

ლუკა კურტანიძის ოჯახი 2019 წლიდან დაენგრა. ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას მისმა ყოფილმა მეუღლემ განაცხადა. ხათუნა მიქაცაძე ამბობს, რომ ექვსწლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორების გადაწყვეტილება თავად მიიღო, რადგან ვერ გაუმკლავდა გარკვეულ პრობლემებს, რომლებიც ურთიერთობაში წარმოიშვა.

ყველა ახალი ამბავი
0