მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე ამღერდა, „ინსტაგრამზე“ განათავსა ვიდეო, სადაც ერთ-ერთი მუსიკალური ჯგუფის წევრებთან ერთად რეპეტიციას გადის. ვიდეოს უამრავი დადებითი კომენტარი მოჰყვა. სოციალური ქსელის მომხმარებლები ალექსანდრას ხმით მოხიბლული არიან.
View this post on Instagram
ცნობილი მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე მასზე უფროსი ასაკის კაცზეა შეყვარებული. ამის შესახებ მოდელმა გადაცემა „სთორიში“ ისაუბა და აღნიშნა, რომ საჯაროდ საუბარი არ უყვარს პირადზე, თუმცა ძალიან შეყვარებულია.
View this post on Instagram
30 წლის მოდელი დიდი პოპულარულობით სარგებლობს. მას ტელეეკრანებიდან იცნობენ. ალექსანდრა რამდენიმე არხზე დილის გადაცემებში სპორტული ილეთებით დატვირთულ ვარჯიშებს ქალბატონებს უზიარებდა. საკუთარ გამოცდილებას სოციალურ ქსელშიც აქვეყნებს. მის ყველა ფოტოს ლოგიკური და საკმაოდ ვრცელი ტექსტები მრავალფეროვან თემებზე ახლავს.
View this post on Instagram
ალექსანდრას კამერების წინ პოზირება განსაკუთრებულად უყვარს. როგორც თავად აღნიშნავს, ფოტოებზე მეტად უპირატესობას ვიდეოების გადაღებას ანიჭებს. სოციალური ქსელის მისი გვერდი ესთეტიკურ სიამოვნებას მოგანიჭებთ და თვალს ვერ მოწყვეტთ. ცნობილი „ინფლუენსერების“ სიაში მან ადგილი თამამად დაიკავა. ამაში ხელს არაორდინარულობა, ინტელექტი და გემოვნება უწყობს.