Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჩვენს გრძნობას წინ ვერავინ დაუდგა...“ – ცოლიანმა ოთარ ტატიშვილმა 19 წლის გოგონა შეირთო

© Facebook / Tika Svanishviliოთარ ტატიშვილი და თიკა სვანიშვილი
ოთარ ტატიშვილი და თიკა სვანიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2021
გამოწერა
ოთარ ტატიშვილის და თიკა სვანიშვილის სიყვარულის ისტორიის შესახებ თიკამ დეტალურად ისაუბრა. ნახეთ რას ჰყვება სტომატოლოგი, რომელთანაც ოთარს ერთი გოგონა ჰყავს.

ექიმის, მსახიობისა და ტელეწამყვანის ოთარ ტატიშვილისა და თიკა სვანიშვილის ოჯახი უკვე 25 წელს ითვლის. ოთარისთვის ეს მეორე ქორწინებაა, პირველი ქორწინებიდან ორი ვაჟი ჰყავს. თიკა სვანიშვილი „სარკეს“ გულწრფელად უყვება სიყვარულის ამბავს და არ უარყოფს, რომ როდესაც ოთართან ცხოვრება დაიწყო, ის ჯერ კიდევ დაქორწინებული იყო.

© Facebook / Tika Svanishviliოთარ ტატიშვილი და თიკა სვანიშვილი
„ჩვენს გრძნობას წინ ვერავინ დაუდგა...“ – ცოლიანმა ოთარ ტატიშვილმა 19 წლის გოგონა შეირთო - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2021
ოთარ ტატიშვილი და თიკა სვანიშვილი

სტომატოლოგი იხსენებს, რომ როდესაც ოთართან ურთიერთობა დაიწყო, 19 წლის იყო და მაშინ დედამ უთხრა, რომ ერთადერთი რაც ამართლებდა – მხოლოდ ასაკი იყო.

„დედამ მითხრა, ახლა ვერ ხვდები რაღაცებსო, და მართალიც იყო. დღეს რომ ვიდგე იმავე გადაწყვეტილების წინაშე, ძალიან ბევრ რამეზე დავფიქრდებოდი. იმას არ ვამბობ, რომ ვნანობ. ერთი წამითაც არ მინანია, ისევ ისე გავივლიდი იმ ყველაფერს, როგორც გამოვიარე. მე იმას ვამბობ, რომ თურმე იმაზე მეტად სანერვიულო იყო, ვიდრე მეგონა. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ჩემს შვილს ორი უფროსი ძმა ჰყავს, რომლებიც მისთვის ყველაფერი არიან. შოთიკო ნანიკოზე ორი წლით უფროსია. ყოველწამიერი ურთიერთობა აქვთ და ჩემთვის ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს?!“ – ამბობს ქალი.

მისი თქმით, ძალიან გაუჭირდა ჭორებთან გამკლავება, რადგან ინსტიტუტში ოთარი ერთ-ერთი პოპულარული ბიჭი იყო, რომელსაც ყველა იცნობდა და როცა შეუღლდნენ, მას ოფიციალურად ცოლი ისევ ჰყავდა.

„ამას არ უარვყოფ. ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის, მაგრამ ჩვენ ისეთი გრძნობა გვქონდა, რომელსაც დედამიწის ზურგზე წინ ვერავინ დაუდგა“, – ამბობს ტელეწამყვანის მეუღლე.

ოთარ ტატიშვილი თიკა სვანიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.03.2021
ოთარ ტატიშვილს ულამაზესი გოგონა ჰყავს, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს დედას- ფოტოები

ოთარ ტატიშვილს, რომელიც ფართო საზოგადოებამ გაიცნო სერიალიდან „შუა ქალაქში“, სტომატოლოგ თიკა სვანიშვილთან ერთი გოგონა – ნანი ტატიშვილი ჰყავს. ნანიმ ორი წლის წინ დაამთავრა სკოლა და ახლა სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს, ანუ მშობლების გზას ადგას, პარალელურად ხანდახან სპექტაკლებშიც თამაშობს.

ოთარ ტატიშვილი რამდენიმე წელია ეკრანებზე გამოჩნდა ექიმ ირაკლი ჩხეიძის როლში და საზოგადოების ყურადღება და სიყვარული დაიმსახურა. ის ყველაფერს ასწრებს, ცდილობს ყველაფერში საუკეთესო იყოს. „ღამის შოუს“ სტუდიამ ჩათვალა, რომ სერიალის „შუა ქალაქში“ შემდეგ ის კიდევ უფრო უნდა დაეტვირთა სატელევიზიო სივრცეში და ახალი გადაცემა „ოთარ ტატიშვილის შოუ“ გაუკეთა.

ნანი ტატიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2021
ოთარ ტატიშვილის გოგონა მამის პროფესიას გაჰყვა – ფოტო საოპერაციო ოთახიდან

ოთარი პირველ მეუღლეს ეკა არჩვაძეს დაახლოებით 20 წლის წინ დაშორდა. ეკასთან მას ორი ვაჟი ჰყავს – ზუკა და შოთი. შოთი მაყურებელს 2015 წელს „X ფაქტორის“ კონკურსიდან ახსოვს, სადაც მისმა არაჩვეულებრივმა ნამღერმა ჟიური მოხიბლა. მეორე მეუღლე თიკა სვანიშვილი სტომატოლოგია. სწორედ მასთან ჰყავს ოთარს ნანი ტატიშვილი. რამდენიმე თვის წინ ოთარ ტატიშვილის უმცროსმა ვაჟმა შოთა ტატიშვილმა იქორწინა. შოთას რჩეული მარიამ ხულელიძეა.

ყველა ახალი ამბავი
0