ტელეწამყვანი და ცნობილი ექიმი ნინო ნადირაძე აცხადებს, რომ ძალიან დასწყდა გული, როდესაც მისი შვილის ქორწინება დაინგრა, თანაც ყველაფერი ისე მოულოდნელად მოხდა, ყოველგვარი კონფლიქტის გარეშე. ექიმის თქმით, ბაია კუზაოვა და მისი რჩეული გიორგი ბეჟაშვილი 5 წელი იყვნენ ერთად, ხშირად შორდებოდნენ, თუმცა ალბათ მათზე გავლენა ერთ ჭერქვეშ ცხოვრებამ მოახდინა.
„დღევანდელი გადმოსახედიდან, წინასწარ რომ მცოდნოდა, რომ ეს მოხდებოდა, მაინც ვიტყოდი კის, რადგან ამას მოჰყვა ჩემი შვილიშვილის დაბადება, თუმცა ძალიან ძნელია, მარტო რომ ხარ ფეხმძიმე და მარტო მიდიხარ სამშობიაროდ. ბაიაში მივიღე ტრანსფორმაცია. უცებ მასში დაიბადა ნინო, რომელიც არასდროს მეგონა, რომ მასში ცხოვრობდა. ის უფრო ქალური იყო. კი, სწავლობდა, მაგრამ ჩემნაირად არა. არც ვცდილობდი ჩემი შვილებისთვის ზედმეტად დამეძალებინა რამე, მინდოდა სხვა ხალისიც შეეგრძნოთ და უფრო მსუბუქები და თავისუფლები ყოფილიყვნენ. მე რაც უნდა ქერად შევიღებო თმა, ჩემი შინაგანი მძიმე ნატურა მაინც ჩანს“, – ამბობს ექიმი.
View this post on Instagram
ნინო ნადირაძის თქმით, მისმა შვილმა მისგან მოულოდნელად, დეპრესიაში ჩავარდნის სანაცვლოდ, მოიკრიბა ძალები და ისე ცხოვრობს, როგორც ვერც კი წარმოედგინა – თავად უვლის შვილს, არის საოცარი დედა, შრომობს უზომოდ, რომ შვილისთვის იყოს ისეთივე, როგორიც ისაა მისთვის.
View this post on Instagram
„რამდენს სწავლობს და მუშაობს, თან გენეტიკურად აღმოაჩნდა საოცარი ხელი პლასტიკაში, ერთი სული მაქვს, როგორ ამობრწყინდება ახალი კაშკაშა კუზანოვი. არ მიყვარს ჩემი შვილების შექება, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ მე ვამაყობ ჩემი შვილით… არ მეგონა, რომ ასეთი კერკეტი კაკალი იყო“, – ამბობს ნინო ნადირაძე.
View this post on Instagram
ცნობილი ექიმების ნინო და გუგა კუზანოვების შვილი ახალბედა დედაა. ბებიამ და ბაბუამ სამშობიაროდან შვილიშვილთან ერთად გადაღებული ფოტო 2020 წლის 3 აგვისტოს გამოაქვეყნეს. ბაია კუზანოვა, თავის მხრივ, პატარა ბიჭუნას მოვლას, ოპერაციებზე დასწრებას, პლასტიკურ ქირურგიაში მონაწილეობას და მეგობრებთან ერთად დროის გატარებასაც ახერხებს.