COVID-19 საქართველოში – 16 ივნისის მონაცემები

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 341.775 ადამიანი, გარდაიცვალა – 5.096, კარანტინის რეჟიმშია 40, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2.935 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 599 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 811-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 356.179-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 341.775 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 672 ), გარდაიცვალა – 5.096 (ბოლო 24 საათში – 13), კარანტინის რეჟიმშია 40, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2.935 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 599 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 34.668 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19.809, PCR–ტესტით – 14.859.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,34%, ბოლო 14 დღის – 2,54%, ბოლო 7 დღის – 2,36%.

სულ აცრილია 216.742 პირი, ერთ დღეში აცრილია 4.569 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0