ყაჩაღობა ჩიქოვანის ქუჩაზე: დაკავებულია სამი პირი

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2021
გამოწერა
უწყების ინფორმაციით, ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულ პირებს 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ყაჩაღობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება სსკ-ის ორი მუხლით მიმდინარეობს – „დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ბინაში უკანონო შეღწევით ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა“ და „საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა“.

შსს-ს ცნობით, ორ პირს ყაჩაღობა ედება ბრალად, მესამეს კი ყაჩაღურად მოპოვებული ძვირფასეულობის გასაღება.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 10 ივნისს ორი პირი ყაჩაღურად თავს დაესხა თბილისში, სიმონ ჩიქოვანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის მეპატრონეს და დანის მუქარით 40 ათასი ლარის ღირებულების ოქროს ნივთები გამოსძალა.

მესამე დაკავებულმა პირმა კი ყაჩაღური თავდასხმის შედეგად მოპოვებული ოქროს ნივთები ქუთაისში არსებულ „ოქროს ბირჟის“ ერთ-ერთ თანამშრომელზე გაასაღა.  

სამართალდამცველებმა ყაჩაღობის შედეგად გატაცებული ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ასევე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები.

ყველა ახალი ამბავი
0