საქართველოში მიწისძვრა მოხდა

CC BY 2.0 / Ray Bouknight / Seismographსეისმოლოგიური ცენტრი
სეისმოლოგიური ცენტრი - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2021
გამოწერა
მიწისქვეშა ბიძგები სოფელ სამებასთან დღეს, დილით დაფიქსირდა. ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.

თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. საქართველოში 3,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ნინოწმინდის აღმოსავლეთით, 25 კილომეტრში, სოფელ სამებასთან მდებარეობდა. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 08:56 საათზე 11 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასთან მიწისქვეშა ბიძგები 6 ივნისსაც აღირიცხა.

ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.

საქართველო საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი მიწისძვრა - 7-ბალიანი მაგნიტუდის - 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.

ყველა ახალი ამბავი
0