ოსტატების რეესტრში დარეგისტრირების მსურველთა განაცხადების მიღება დღეს მთავრდება

© Pixabay / Pexelsკომპიუტერი
კომპიუტერი - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2021
გამოწერა
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გასაუბრებაზე მოსაწვევად პირმა უნდა წარმოადგინოს თავისი ბიოგრაფია და ჩამოთვალოს წარსულში განხორციელებული სამუშაოები.

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. ოსტატების რეესტრში დარეგისტრირების მსურველთა განაცხადების მიღება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში დღეს დასრულდება.

რეესტრში მოსახვედრად განაცხადების მიღება 6 მაისს დაიწყო. პრაქტიკოს ოსტატებს 15 ივნისის ჩათლით შესაძლებლობა აქვთ მიმართონ საქართველოს კულტურის სამინისტროს Facebook-გვერდის, ოფიციალური ელექტრონული ფოსტის info@culture.gov.ge ან ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე 2-022-229.

თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2021
კულტურის სფეროში „ოსტატების რეესტრი“ შეიქმნება

უწყების ცნობით, ამ დროისათვის სამინისტროში შესულია 150-ზე მეტი განაცხადი. აქედან 70-მდე აპლიკანტთან გასაუბრება უკვე ჩატარდა და პროცესი გრძელდება.

გასაუბრების შედეგად კომისია გასცემს ძეგლთა დაცვის სისტემაში დასაქმების რეკომენდაციას ან დასაქმებამდე კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ მიუთითებს.

სამინისტროს მიზანია, რომ 2022 წლის 1 მაისიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მუშაობის უფლება ჰქონდეთ მხოლოდ იმ სპეციალისტებს, რომელთა პროფესიული უნარები სერტიფიკატით იქნება დადასტურებული.

სამინისტრო შემდეგი პროფესიის ოსტატების განაცხადებს იღებს:

• ქვითხურო (ქვისმთლელი მწყობელი, ჩუქურთმის მჭრელი, დეკორატორი);

• ხითხურო (ყოველი სადურგლო სამუშაოს შემსრულებელი);

• კირითხურო (მლესავი, ყორემწყობელი, მძერწავი);

• სახურავთა ოსტატი (კრამიტ-ლორფინის ოსტატები, მეთუნუქე ოსტატები)

• მჭედელ-ზეინკალი;

• მეავეჯე; ხარატი; დეკორატორი.

უფრო ადრე კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა კულტურის სფეროში რეფორმები დააანონსა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ შეიქმნება კულტურის კოდექსი და განახლდება მოძველებული სამართლებრივი ნორმები.

ოსტატთა რეესტრის შექმნა კულტურის მინისტრმა მიმდინარე წლის მარტში დააანონსა. მისი თქმით, „ყველა ძეგლს უნდა შეეხოს მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც საქმის პროფესიონალია, და უნდა მიმდინარეობდეს არა გარემონტება, არამედ რეალური რესტავრაცია".

ყველა ახალი ამბავი
0