წყალბურთი: ისტორიაში პირველად – მსოფლიო ლიგის სუპერფინალი თბილისში გაიმართება

© photo: WPC Dinamo Tbilisi / FBწყალბურთი
წყალბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2021
გამოწერა
საქართველოს წყალბურთის ნაკრები სუპერფინალში მასპინძლის რანგში იასპარეზებს. ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს იაპონიის, აშშ-ის და მონტენეგროს ნაკრებებთან მოუწევს შეხვედრა.

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. თბილისში 26 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით პერიოდში წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერფინალი ჩატარდება.

საქართველოს დედაქალაქი წყალბურთში ასეთი მაღალი დონის შეჯიბრებას პირველად უმასპინძლებს. ტურნირზე მსოფლიოს უძლიერეს შვიდ ქვეყანასთან ერთად საქართველოს ეროვნული ნაკრებიც იასპარეზებს.

სუპერფინალი ორ ჯგუფად დაიყოფა. A ჯგუფში ყაზახეთის, საბერძნეთის, არგენტინისა და იტალიის გუნდები ითამაშებენ, ხოლო B ჯგუფში საქართველოს მეტოქეები იაპონიის, მონტენეგროსა და აშშ-ის გუნდები იქნებიან.

აღსანიშნავია, რომ მეოთხედფინალურ ეტაპზე ჯგუფური ეტაპის მონაწილე ყველა ნაკრები გავა. გუნდები პლეი-ოფის შეხვედრებში ჯგუფში ნაჩვენები შედეგების მიხედვით დაწყვილდებიან.

საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 26 ივნისს იაპონიასთან გამართავს. 27 ივნისს ქართველი წყალბურთელები მონტენეგროს გუნდს, ხოლო 28 ივნისს აშშ-ის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ნაკრებმა სუპერფინალში მოსახვედრად შესარჩევი ეტაპი ითამაშა, სადაც ჯგუფურ ეტაპზე საბერძნეთისა და იტალიის გუნდებთან დამარცხდა. აღნიშნულ ტურნირზე ქართველი წყალბურთელები მასპინძლის სტატუსით იასპარეზებენ.

ყველა ახალი ამბავი
0