შედეგი წინასწარაა ცნობილი: რა არ მოხდება ჟენევის სამიტის შემდეგ

© photo: Sputnik / Alexey Druzhinin / ფოტობანკში გადასვლაჯო ბაიდენი და ვლადიმირ პუტინი
ჯო ბაიდენი და ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2021
ხვალ, 16 ივნისს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჟენევაში შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება. ეს მისთვის თეთრი სახლის მასპინძლებთან გამართული რიგით მეხუთე მოლაპარაკებები იქნება.

პიოტრ აკოპოვი

ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში პუტინმა ათობით შეხვედრა გამართა ამერიკელ პრეზიდენტებთან (ყველაზე მეტჯერ ის ჯორჯ ბუში-უმცროსს შეხვდა), მაგრამ ორი ქვეყნის ურთიერთობები აშშ-ის ხელმძღვანელობის ყოველი შეცვლის შემდეგ უარესდებოდა. თუ ბუში ამბობდა, რომ ვლადიმირ პუტინის სული დაინახა, ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტს აადამიანურებს და ამბობს, სულს ვერა, მკვლელს ვხედავო. რუსეთის მიმართ დამოკიდებულება ამერიკის პრეზიდენტების გვარების მიუხედავად ფუჭდებოდა, ვინაიდან მუხლზე დაცემული რუსეთი დაბრუნდა და ძლიერი, დამოუკიდებელი ზესახელმწიფო, რომელიც უკვე ბოლო სამი საუკუნეა, სერიოზულ გავლენას ახდენს მსოფლიოს საქმეებზე, არ სჭირდება მათ, ვინც გლობალური მსოფლიო წესრიგის არქიტექტორებად და მშენებლებად მიიჩნევენ თავებს.

ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2021
მოსაზრება: ბაიდენი დააზუსტებს, არის თუ არა მზად რუსეთი თვითმკვლელობისთვის

მით უმეტეს ისეთ პირობებში, როდესაც თვითგამოცხადებული არქიტექტორის კომპეტენტურობა და უფლებამოსილება სულ უფრო ხშირად დგება ეჭვქვეშ — თანაც არა მარტო მსოფლიოში, არამედ საკუთარ სახლშიც. თავად არქიტექტორი კი ავტორიტეტის შესანარჩუნებლად მოწინააღმდეგის დემონიზაციის გზას ირჩევს — ანუ რუსეთისა და პირადად პუტინისა. 2013 წლის შემდეგ (სნოუდენის გაქცევა და ამერიკელების მიერ სირიაზე შეტევებზე უარი) პუტინი დასავლეთში მთავარ მსოფლიო ბოროტმოქმედად აქციეს — უკრაინა და სკრიპალები, კიბერშეტევები და ნავალნი მხოლოდ ახალი შტრიხები იყო „დემოკრატიის მთავარი საფრთხის“ სახისთვის. ტრამპის „რუსული კავშირებისა“ და „ამერიკის არჩევნებში ჩარევის“ ფანტასმაგორიული ისტორია ყველაზე უკეთ წარმოაჩენს ამერიკული ისტებლიშმენტის საკუთარ თავსა და მსოფლიოზე, რუსეთსა და პუტინზე წარმოდგენების არაადეკვატურობას. ასეთ პირობებში რა შეიძლება მოგვცეს უმაღლესი დონის შეხვედრამ?

დიალოგი დიალოგისთვის? დიახ, ეს უკვე არ არის ცოტა იმ პირობებში, როდესაც ორი ქვეყნის ურთიერთობები ლამის 80-იანების დასაწყისის დონეზე არის დაცემული. ბანალური ურთიერთობების — ანუ საუბრებისა და მოლაპარაკებების დეფიციტი ნამდვილად არსებობს და თავად დიალოგის აღდგენა მხოლოდ მისასალმებელია. კი, ეს ძალიან მძიმე და ნაკლებად პროდუქტიული დიალოგი იქნება, მაგრამ, როგორც იტყვიან, სულ არაფერს ესეც სჯობს.

გაზგამანა წილებელი სადგური ლვოვის ოლქში - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2021
მოსაზრება: აშშ, რუსეთი და ევროპა უკრაინის წინააღმდეგ გაერთიანდნენ

კრემლიცა და თეთრი სახლიც არაერთხელ აღნიშნავდა, რომ ჟენევის სამიტისგან არანაირ ილუზიებსა და იმედებს არ განიცდიან, და ეს მართალია. თუმცა ასეთი დაბალი მოლოდინები უნებლიეთ უწყობს ხელს იმას, რომ მერე ყველაზე მოკრძალებული შედეგიც კი წარმატებად გამოცხადდეს. მაგრამ აქ საუბარი უპირველესად ამერიკის შიდაპოლიტიკური ვითარების თავისებურებებზე მიდის, სადაც ბოლო წლებში ძალიან ბევრი რამ დაახვავეს რუსეთისა და პუტინის გარშემო შიდაპოლიტიკური ბრძოლისთვის — და ახლა ბაიდენის ადმინისტრაციისთვის უბრალოდ ხელსაყრელია ჟენევის სამიტის შედეგების საკუთარ წარმატებად წარმოჩენა. ამასთან მოლაპარაკებების რეალურ შინაარსსა და შედეგებს საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ ექნება — სულ ერთია, ეს საიდუმლოდ დარჩება და ამერიკის ადმინისტრაციას მათი თავის სასარგებლოდ განმარტების საშუალება ექნება. გასაგებია, რომ მხოლოდ შიდა აუდიტორიისთვის, რათა ტრამპის დაცინვებს გაუწიონ წინააღმდეგობა, რომელიც „მძინარე ჯოს“ სისუსტისა და არაადეკვატურობის დაცინვის შანსს ხელიდან არ გაუშვებს.

ამიტომაც მნიშვნელოვანია არა ის, თუ რას მოგვცემს რეალურად ჟენევის სამიტი, არამედ ის, რაც იქ ნამდვილად არ მოხდება. და რას არ უნდა ველოდოთ ჟენევისგან?

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2021
თუ რუსეთი კურსს შეიცვლის: ბლინკენმა თანამშრომლობის პირობები დაასახელა

არ უნდა ველოდოთ ორი ქვეყნის ურთიერთობებში პრინციპულ ცვლილებებს, ვინაიდან, როგორც ობიექტური და სულ უფრო მზარდი გეოპოლიტიკური უთანხმოებები, ისე აშშ-ის შიდაპოლიტიკური კრიზისი გამორიცხავს რაიმე სახის შესამჩნევ დათბობას. ამის იმედი არც ახლა არის და არც ჟენევის შემდეგ გაჩნდება. ელჩების დაბრუნება და დიპლომატიური მისიების საქმიანობაში ზოგი შეზღუდვის გაუქმება — ეს იქნება ერთადერთი დადებითი ცვლილება ორმხრივ ურთიერთობებში, რომელსაც სამიტისგან უნდა ველოდოთ.

არ არსებობს ილუზიები არც მოწინააღმდეგის სტრატეგიული ხაზის ცვლილებების მხრივ — რუსეთს ის ნამდვილად არ აქვს, აშშ კი მხოლოდ თავს იჭერს ისე, თითქოს რეალურად შეეძლოს მოსკოვის კურსის არსებითად შეცვლა. განსაკუთრებით მოსკოვი–ვაშინგტონი–პეკინის სამკუთხედში ძალთა ბალანსის კუთხით. მით უმეტეს, რომ აშშ მანიაკალური სიჯიუტით განაგრძობს საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენებას, ცდილობს რა, „დემოკრატიის ერთიანი ფრონტი“ ააგოს რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ.

უკრაინულ-ამერიკული სწავლებები - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2021
„ვაჩვენებთ, ვინაა აქ მთავარი“: ნატოს უკრაინაში ჯარები გადაჰყავს

ზუსტად ასევე არ არსებობს უკრაინისთვის ბრძოლის ილუზიაც — ამაში უბრალოდ კომპრომისების შესაძლებლობაც კი არ არის. გლობალისტურად განწყობილი ამერიკული ელიტა ბოლომდე გამოიყენებს უკრაინის ფაქტორს რუსეთზე ზეწოლისთვის მის შესაკავებლად, ანუ შეეცდება მის დაშანტაჟებასა და გაღიზიანებას უკრაინის ნატოში შესვლითა და რუსეთის ისტორიული ტერიტორიების გეოპოლიტიკური კუთვნილების შეცვლით. იმის გაცნობიერება, რომ უკრაინის რეალური ატლანტიზაცია შეუძლებელია, ამერიკულ თამაშს კიდევ უფრო სარისკოს ხდის. ის, რომ რაღაც მომენტში ამას შეიძლება უკრაინის სახელმწიფოებრიობის ლიკვიდაცია მოჰყვეს, ამერიკელებს ძალიან არ აღელვებთ. ჯერ პირველი, რომ მათ არც ისე სჯერად ამისა და, მეორეც, რუსეთის წინააღმდეგ უკრაინული კარტის გათამაშების სარგებელი შესაძლო სტრატეგიულ დანაკარგებზე თვალს ახუჭინებს მათ.

და, ყველაზე მთავარი, რაც ჟენევაში არ იქნება — ეს ნდობაა. მის გარეშე კი არანაირი მოლაპარაკება არ არის შესაძლებელი. თანაც ნდობა არც ერთი მხრიდან არ შეინიშნება. უთანხმოებებს მთელ რიგ საკითხებზე პრინციპული ხასიათი აქვს და მსოფლიო წესრიგში რუსეთისა და აშშ-ის ადგილების შესახებ სრულიად განსხვავებული წარმოდგენებით არის გამოწვეული.

შეუძლებელია თუ არა ნდობის, ილუზიებისა და იმედების გარეშე ურთიერთობების აგება? შესაძლებელია. სწორედ ასეთ პირობებში იბადება ახალი მსოფლიო. პუტინის უპირატესობა ბაიდენის მიმართ ისაა, რომ ის ამაზე მუშაობს და ცდილობს სტრატეგიული ფსონი მომავლის მოჭიატე კონტურებზე დადოს, ხოლო „მძინარე ჯო“ ცდილობს სიცოცხლე გაუხანგრძლივოს წარმავალ მსოფლიო წესრიგს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური