მკვლელობა „პოსლეზე“: ქალმა კილერს ქმრის მოკვლა განვადებით დაუკვეთა

© photo: Sputnik / Stringerქალი ხელბორკილებით
ქალი ხელბორკილებით - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2021
გამოწერა
ირკვევა, რომ პოლიციამ ქალის განზრახვის შესახებ ანონიმი ინფორმატორისგან შეიტყო, რის შემდეგაც ერთ-ერთმა სამართალდამცველმა თავი კილერად გაასაღა.

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. პენსილვანიაში (აშშ) მცხოვრებმა 44 წლის კლაუდია კარიონმა მობეზრებული ქმრის თავიდან მოშორება განიზრახა და მისი მკვლელობა შეუკვეთა, იუწყება გამოცემა Voice.

დაკავებული ქალი ხელბორკილით - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2021
ფასით უკმაყოფილო ქალმა სილამაზის სალონის მეპატრონე დაჭრა – ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

გამოცემის ინფორმაციით, ქალმა კილერს აუხსნა, რომ ქმარი მასაც და მისი ოჯახის სხვა წევრებსაც სასტიკად ეპყრობოდა და ამასთან რამდენიმე ქალთან ღალატობდა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მკვლელობისთვის საჭრო თანხა არ ჰქონდა, კილერს ფულის გადახდას განვადებით დაპირდა 40 კვირის განმავლობაში, წინასწარ კი მხოლოდ 100 დოლარი მისცა.

მას შემდეგ კი, რაც კილერმა ხუთი ცალი ოცდოლარიანი მიითვალა, ქალი პოლიციამ დააპატიმრა. აღმოჩნდა, რომ „მკვლელი“ თავადაც გადაცმული სამართალდამცველი იყო.

დაკავებული ქალი პოლიციას გამოუტყდა, რომ საძულველის ქმრის თავიდან მოშორება მანამდეც სცადა, თუმცა მაშინ კილერთან შეთანხმება ვერ მოახერხა.

ირკვევა, რომ სამართალდამცველებმა კარიონის განზრახვის შესახებ ცნობა ანონიმი ინფორმატორისგან მიიღეს, რის შემდეგაც ერთ-ერთმა მათგანმა თავი შედარებით იაფფასიან დაქირავებულ მკვლელად გაასაღა და „შეუთანხმდა“ კიდეც ქალს ქმრის ლიკვიდაციის გეგმაზე.

ხელბორკილები - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2021
ყველაზე ახალგაზრდა ქვეყნის ისტორიაში: დაკავებულია ცხრა წლის ნარკოდილერი

ამ დროისათვის კლაუდია კარიონი დაპატიმრებულია. სასამართლომდე მისი ნახევარმილიონიანი გირაოთი გამოშვება შეიძლება, მაგრამ ამ თანხის გადახდის მსურველი ჯერჯერობით არ მოიძებნა. სასამართლო 8 ივლისს გაიმართება.

ამასთან პოლიციაში აცხადებენ, რომ კარიონს არასდროს მიუმართავს მათთვის ქმრის სისასტიკეზე ჩივილებით. ირკვევა, რომ არაფერ მსგავსს არასდროს შესწრებია არც კლაუდიას უფროსი ვაჟი ჯოშუა. მისი თქმით, დედამისს უყვარს თავისი ქმარი და ამიტომაც ჩაიყვანა ის დომინიკანებიდან აშშ-ში.

პენსილვანიის კანონების თანახმად, მკვლელობისკენ წაქეზება იმავე ხარისხის დანაშაულად მიიჩნევა, როგორიც მკვლელობაა, ამიტომ თუ სასამართლო კლაუდია კარიონს დამნაშავედ ცნობს, ის შეიძლება ისეთივე სიმკაცრით დაისაჯოს, როგორც მკვლელობაში ბრალდებული დაისჯებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0