თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს ელექტროენერგია გაეთიშა

© Pixabay / 5239640ლამფა
ლამფა - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2021
გამოწერა
დედაქალაქისა და საქართველოს რეგიონების დიდ ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდა, ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. თბილისისა და საქართველოს რეგიონების მოსახლეობის დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ელექტროგამანაწილებელი კომპანია „თელასის" პრეს-სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის შუქი არ მიეწოდება თბილისის რაიონების დიდ ნაწილს.

„ენერგო-პრო ჯორჯიას" განცხადებით, ელექტრომომარაგება შეფერხებულია რეგიონებშიც.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი.

ყველა ახალი ამბავი
0