თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. საქართველოს ზოგიერთ რეგიონში 20 ივნისამდე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
სინოპტიკოსები ქვეყნის ზოგიერთ რაიონში სეტყვასაც პროგნოზირებენ.
დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა პლუს 24-29 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში კი 29-34 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.
თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა პლუს 31-33 გრადუსია ნავარაუდევი.