მოდელმა ნანუკა გოგიჩაიშვილმა, რომელიც ნაკლებად საუბრობს პირად ცხოვრებაზე, ჟურნალ „ბომონდთან“ ინტერვიუში გაამხილა, რომ მისი და ცნობილი მილიონერის ნიკოლოზ ნაყოფიას ურთიერთობა 19 დეკემბერს, ნიკოლოზობას დაიწყო. მოდელი იხსენებს, რომ მანამდე მის ახლანდელ მეუღლეს და დედას ნათია ბანძელაძეს საქმიანი ურთიერთობა ჰქონდათ. 19 დეკემბერს ნიკოლოზმა „ზარაფხანაში“ მუშაობა დაიწყო და ნათიას სთხოვა დაეკავშირებინა მასთან, რადგან „ზარაფხანის“ სახეს ეძებდნენ.
View this post on Instagram
„როცა შევხვდი, სწორედ იმ წამს რაღაც მოხდა. შეგრძნება დამრჩა, თითქოს მთელი ცხოვრება ვიცნობდი. მისი სახით საოცრად დელიკატური და ზრდილი ადამიანი გავიცანი. ცოტა უცნაურია, მაგრამ ეს პირდაპირ ვუთხარი კიდეც. მართლაც არასდროს შემხვედრია ამდენად გალანტური და თავდაჭერილი ადამიანი. თავად ქმნიდა ამ ამბავს, რომლის მთავარ გმირად მაქცევდა. მოვლენები სწრაფად განვითარდა, მიუხედავად იმისა, რომ საქმიანი ურთიერთობიდან არ გავსულვართ“, – იხსენებს მოდელი.
View this post on Instagram
ნანუკას თქმით, ნიკოლოზის გაცნობიდან 9 დღეში მან სხვადასხვა ფერის 7 თაიგული გაუგზავნა და ახლაც ასეა, საჩუქარს რომ უკეთებს, აუცილებლად აზრს დებს.
View this post on Instagram
„ამ თაიგულებში ყველა ფერი იყო თავმოყრილი, რაც ასე იკითხებოდა – ყველაფერი. უცებ, დიდი ტალღით შემოვიდა. ყველაზე მეტად ის მახარებდა, რომ მამასთან ჰქონდა არაჩვეულებრივი ურთიერთობა, ძალიან მეგობრობდნენ, რაც ჩემთვის სტიმული იყო“, – იხსენებს მოდელი.
View this post on Instagram
რაც შეეხება ორსულობას, ნანუკა აღნიშნავს, რომ ბავშვის მოლოდინი არაჩვეულებრივი გრძნობაა, თავს არ იზღუდავს და მაქსიმალურად კარგად ატარებს დროს.
მოდელმა ნანუკა გოგიჩაიშვილმა და ნიკოლოზ ნაყოფიამ პანდემიის დასაწყისში კახეთში, ალავერდის მონასტერში დაიწერეს ჯვარი. ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე დაწესებული მკაცრი რეგულაციების გამო ჯვრისწერას სულ რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა. „მხოლოდ ჯვრისწერა რეგულაციების სრული გათვალისწინებით. არანაირი ქორწილი, ვახშამი მხოლოდ ოჯახის წევრებთან”, – დაწერა ნანუკა გოგიჩაიშვილმა. წყვილისთვის მნიშვნელოვანი დღის ამსახველი ფოტოები მოდელმა და მისმა დამ სოციალურ ქსელ Instagram-ზე ატვირთეს.