ტელეწამყვან ირაკლი მაქაცარიას რჩეული 19 წლის მომღერალი ლიზა ჩიჩუაა, რომელიც ცნობილი ოჯახიდანაა. მამა ცნობილი ოფთალმოლოგი გიორგი ჩიჩუაა, ხოლო დედა – ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანი. ირაკლი და ლიზა „ინსტაგრამზე“ პერიოდულად აქვეყნებენ ერთობლივ ვიდეობსა და ფოტოებს, რომელთაც ათიათასობით მოწონება აქვს.
View this post on Instagram
წყვილს შორის 15-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა. ირაკლის ოფიციალურ გვერდზე ასეთი რეიტინგული პოსტი ჯერ არ გამოუქვეყნებია. კომენტარებში კომპლიმენტები და მილოცვები არ წყდება.
View this post on Instagram
ცოტა ხნის წინ ლიზამ „ინსტაგრამის“ ხელმომწერების კითხვებს უპასუხა. ლიზას ჰკითხეს, სად გაიცნო რჩეული, გოგონამ უპასუხა, რომ ირაკლი ბათუმში გაიცნო, რაც შეეხება კითხვას, არის თუ არა ეჭვიანი, ამას ლიზამ ნეგატიურად უპასუხა.
აღმოჩნდა რომ, მათი სიყვარულის თავბრუდამხვევი ისტორია არც რამდენიმე დღის და არც კვირის წინ არ დაწყებულა. ირაკლისა და ლიზას რომანტიკული თავგადასავალი უკვე მეცხრე თვეს ითვლის. წყვილმა ერთმანეთი ზაფხულის მზიან დღეს გაიცნო, ხოლო ურთიერთობას საგულდაგულოდ მალავდნენ.