მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში: ტურნირის ბოლო დღეს საქართველოს ნაკრები უმედლოდ დარჩა

© Sputnik / STRINGERგელა ზაალიშვილი
გელა ზაალიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2021
გამოწერა
ამ შედეგით საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა. პირველი ადგილი დაიკავა იაპონიამ, ხოლო მესამე - რუსეთმა.

თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. საქართველოს ნაკრების ძიუდოისტები მსოფლიო ჩემპიონატზე ბუდაპეშტში ტურნირის ბოლო დღეს მედლების გარეშე დარჩნენ.

ბრინჯაოს აღება შეეძლო გელა ზაალიშვილს (+100 კგ), მაგრამ მესამე ადგილისთვის გამართულ ორთაბრძოლაში ქართველი მძიმეწონოსანი უკრაინელ იაკოვ ჰამოსთან დამარცხდა. მანამდე კი ნახევარფინალში ქართველმა სპორტსმენმა რუსეთის წარმომადგენელს, ტამერლან ბაშაევს ვერ აჯობა.

წარუმატებლად იასპარეზა სოფია სომხიშვილმაც (+78 კგ), რომელმაც პირველივე ბრძოლა სამხრეთკორეელ ჰაიუნ კიმთან წააგო.

ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხი მედალი მოიპოვა: ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) - ოქრო, ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) - ვერცხლი, ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე (ორივე -100 კგ) - ბრინჯაო.

ამ შედეგით საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა. პირველი ადგილი დაიკავა იაპონიამ (2-0-1), ხოლო მესამე - რუსეთმა (1-1-1).

ყველა ახალი ამბავი
0