Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

აცეკვებული კესარია აბრამიძე სუპერმარკეტში დააფიქსირეს - ცეცხლოვანი ვიდეო უჩვეულო ადგილიდან

© FB / Kesaria Abramidzeკესარია აბრამიძე
კესარია აბრამიძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2021
გამოწერა
პოზიტიური ფოტომოდელი „ფოლოვერების“ გამხიარულებას სხვადასხვა ექსტრავაგანტული ხერხით ცდილობს. ამჯერად, მან სუპერმარკეტში ანრი ჯოხაძის მიერ შესრულებული სიმღერა გაიგო და ცდუნებას ვერ გაუძლო - როგორ ცეკვავს კესარია მარკეტში? თამამი გადაწყვეტილება

კესარია აბრამიძე ბავშვურ მხიარულობას არ იკლებს. უკომპლექსო ფოტომოდელი დიდ ყურადღებას იპყრობს. ტელესახე ერთ-ერთ სუპერმარკეტში ცეკვის პროცესში დააფიქსირეს. ვიდეო ვირუსულად გავრცელდა. კესარიამ მარკეტში მისი მეგობრის, ანრი ჯოხაძის მიერ შესრულებული „ჰავა ნაგილა“ გაიგო და ცეკვა დაიწყო.

კესარია სოციალურ სივრცეში გამოკითხვებსაც ატარებს. მან Instagram-ის მეშვეობით განაცხადა, რომ რამდენიმე წლის წინ შეყვარებულს დაშორდა,  რომელმაც სახლი აჩუქა და რომელთანაც სამი წელი იცხოვრა. მისი თქმით, მიზეზი ის გახდა, რომ ერთმანეთი ამოწურეს. დღეს კესარია ყოფილი შეყვარებულის ნაჩუქარ სახლში ცხოვრობს და ამბობს, რომ თავისუფალი და ბედნიერია. ამავდროულად, მის ცხოვრებაში ახალი მამაკაცი გამოჩნდა. ფოტომოდელი რჩეულს აღარ მალავს და მასთან ერთად გადაღებულ რომანტიკულ ფოტოებსაც აქვეყნებს.

კესარია აბრამიძე ბარსელონაში გამართულ საერთაშორისო კონკურსში „მის ტრანს ვარსკვლავი 2018” მონაწილეობდა. როგორც ფოტომოდელი აღნიშნავს, ეროვნული სამოსის ტურზე ქართული ტრადიციული კაბა უნდა წარედგინა.

საქართველოში ნებისმიერმა იცის კესარია აბრამიძის სახელი, საქმიანობა, ჰობი. ადამიანებს გამუდმებით აინტერესებთ მასთან დაკავშირებული ამბები. სოციალურ ქსელში უამრავი მიმდევარი ჰყავს, ვისაც მუდმივად ანებივრებს თავისი ფოტოებით და სკანდალური განცხადებებით.

კესარია აბრამიძე (დაბადებით ბესო აბრამიძე) 1987 წლის 18 აგვისტოს დაიბადა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მონაწილეობდა სერიალებსა და სარეკლამო რგოლებში. 2014 წელს ოფიციალურად განაცხადა, რომ ოპერაციის მეშვეობით სქესი შეიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0