კესარია აბრამიძე ბავშვურ მხიარულობას არ იკლებს. უკომპლექსო ფოტომოდელი დიდ ყურადღებას იპყრობს. ტელესახე ერთ-ერთ სუპერმარკეტში ცეკვის პროცესში დააფიქსირეს. ვიდეო ვირუსულად გავრცელდა. კესარიამ მარკეტში მისი მეგობრის, ანრი ჯოხაძის მიერ შესრულებული „ჰავა ნაგილა“ გაიგო და ცეკვა დაიწყო.
View this post on Instagram
კესარია სოციალურ სივრცეში გამოკითხვებსაც ატარებს. მან Instagram-ის მეშვეობით განაცხადა, რომ რამდენიმე წლის წინ შეყვარებულს დაშორდა, რომელმაც სახლი აჩუქა და რომელთანაც სამი წელი იცხოვრა. მისი თქმით, მიზეზი ის გახდა, რომ ერთმანეთი ამოწურეს. დღეს კესარია ყოფილი შეყვარებულის ნაჩუქარ სახლში ცხოვრობს და ამბობს, რომ თავისუფალი და ბედნიერია. ამავდროულად, მის ცხოვრებაში ახალი მამაკაცი გამოჩნდა. ფოტომოდელი რჩეულს აღარ მალავს და მასთან ერთად გადაღებულ რომანტიკულ ფოტოებსაც აქვეყნებს.
კესარია აბრამიძე ბარსელონაში გამართულ საერთაშორისო კონკურსში „მის ტრანს ვარსკვლავი 2018” მონაწილეობდა. როგორც ფოტომოდელი აღნიშნავს, ეროვნული სამოსის ტურზე ქართული ტრადიციული კაბა უნდა წარედგინა.
View this post on Instagram
საქართველოში ნებისმიერმა იცის კესარია აბრამიძის სახელი, საქმიანობა, ჰობი. ადამიანებს გამუდმებით აინტერესებთ მასთან დაკავშირებული ამბები. სოციალურ ქსელში უამრავი მიმდევარი ჰყავს, ვისაც მუდმივად ანებივრებს თავისი ფოტოებით და სკანდალური განცხადებებით.
კესარია აბრამიძე (დაბადებით ბესო აბრამიძე) 1987 წლის 18 აგვისტოს დაიბადა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მონაწილეობდა სერიალებსა და სარეკლამო რგოლებში. 2014 წელს ოფიციალურად განაცხადა, რომ ოპერაციის მეშვეობით სქესი შეიცვალა.