ძიუდო: ზაალიშვილმა კარგად დაიწყო - წინ ნახევარფინალური ეტაპია

© Sputnik / STRINGERგელა ზაალიშვილი
გელა ზაალიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2021
გამოწერა
გელა ზაალიშვილმა მსოფლიო პირველობაზე სამ ორთაბრძოლაში იმარჯვა და ნახევარფინალში რუს ძიუდოისტ ბაშაევს დაუპირისპირდება.

თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე მძიმე წონაში მოასპარეზე გელა ზაალიშვილი ნახევარფინალურ ეტაპზე გავიდა.

ვარლამ ლიპარტელიანი - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2021
საქართველომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ბრინჯაო მოიპოვა

ზაალიშვილმა, რომელიც +100 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგო და ის ნახევარფინალში რუს ტამერლან ბაშაევს შეხვდება.

საქართველოს სახელით დღეს ასევე სოფიო სომხიშვილმა იჭიდავა, რომელიც ტურნირის პირველივე ორთაბრძოლაში კორეელ სპორტსმენთან დამარცხდა და მსოფლიო პირველობას გამოეთიშა.

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული. ამ დროისთვის ჩვენი ნაკრები მამაკაცთა გუნდურ ჩათვლაში ლიდერობს.

ყველა ახალი ამბავი
0