ცნობილმა ექიმმა და ტელეწამყვანმა ნინო ნადირაძემ „ინსტაგრამზე“ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც კალთაში ორივე შვილი – ბაია და ივიკო კუზანოვები და პატარა შვილიშვილი უზის. „კალთაში როცა მთელი შთამომავლობა გიზის“, – დაწერა ექიმმა. ფოტოს უამრავი დადებითი კომენტარი მოჰყვა.
View this post on Instagram
ცნობილი ექიმების ნინო და გუგა კუზანოვების შვილი ახალბედა დედაა. ბებიამ და ბაბუამ სამშობიაროდან შვილიშვილთან ერთად გადაღებული ფოტო 2020 წლის 3 აგვისტოს გამოაქვეყნეს. ბაია კუზანოვა, თავის მხრივ, პატარა ბიჭუნას მოვლას, ოპერაციებზე დასწრებას, პლასტიკურ ქირურგიაში მონაწილეობას და მეგობრებთან ერთად დროის გატარებასაც ახერხებს.
View this post on Instagram
ბაია კუზანოვა 2019 წელს გათხოვდა. ახალგაზრდა ექიმის მეუღლე გიორგი ბეჟაშვილია. დაქორწინებამდე წყვილს ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა, თუმცა ყოველთვის ცდილობდნენ მედიის ყურადღების ცენტრში არ მოხვედრილიყვნენ. „თავად როგორც უნდოდათ, ზუსტად ისეთი ქორწილი გადაიხადეს. ბაიას სურვილით ქორწილი ჩვენი სახლის ეზოში გადავიხადეთ, ვერ გველევა. რეტრო საქორწინო ცერემონიალი იყო, შავი ძველი ბეემვეთი მოვიდნენ“, – ასე აღწერა მაშინ ნინო კუზანოვამ ცერემონია.
View this post on Instagram
ნინო და გუგა კუზანოვებმა ოჯახი 27 წლის წინ შექმნეს, ექიმები 1993 წელს შეუღლდნენ. ურთიერთგაგებითა და ერთმანეთის მხარდაჭერით ბევრს მიაღწიეს, დღემდე ქართულ შოუბიზნესში ერთ-ერთ გამორჩეულ წყვილად ითვლებიან.