„თელასი": თბილისის შვიდ რაიონს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

© photo: Sputnikთელასი
თელასი - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2021
გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 11 ივნისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

გლდანის რაიონი

00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II, III, V, VII, VIII მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, გლდანის ხევის დასახლების, მაისურაძის, ხერგიანის, პატარა ტბის, ჯანჯღავას, კაჭარავას, მირაქიშვილის, ვეკუას, ხიზანიშვილის, ფარსმან ქველის, ხევისპირის, დრანდის, ბერთუბანს და ფარსმან II ქველის ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მოსახლეობას.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, IV მიკრორაიონების და ხიზანიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კლდეკარის ქუჩის მოსახლეობას.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წიკლაურის, ჯანელიძის და გიორგი სააკაძის ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი ბელიაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, გვეტაძის, გაფრინდაულის და ყიფიანის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ჩოლოყაშვილის მოედნის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, მოსაშვილის, ყიფშიძის, აბაშიძის და თამარაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მოსახლეობას.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიშველაძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინოშვილის და ჯავახიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იოსელიანის, ახალშენის, ნასიძის, ჩიქოვანის, ბალანჩივაძის და დოლიძის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დელისის, შალვა ნუცუბიძის, ზემო ვეძისის, ვახტანგ ჩიქოვანის და მეგრელიძის ქუჩების მოსახლეობას.

14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დელისის, იოველ ჯებაშვილის, ნუცუბიძის, თ. ნადარეიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0