საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და ეროვნული გვარდია ითანამშრომლებენ

© photo: Emergency Management Service / FBსაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2021
გამოწერა
დოკუმენტი ითვალისწინებს სამხედრო–სამოქალაქო თანამშრომლობის კუთხით ერთობლივ ღონისძიებებს, რაც ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტით არის გათვალიწინებული.

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

მემორანდუმის მიზანია საგანგებო სიტუაციების დროს მზადყოფნისა და რეაგირების ეტაპებზე მხარეებს შორის კოორდინირებული მუშაობის გაუმჯობესება.

თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება ერთობლივი სწავლებების ჩატარება. მხარეთა მიერ წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტრუქტორები უზრუნველყოფენ ეროვნული გვარდიის თანამშრომლების გადამზადებას და, საჭიროების შემთხვევაში, მოხდება საგანგებო სიტუაციების დროს ერთობლივი ძალების მობილიზება.

საქართველოს ეროვნული გვარდიის იუბილე - ვიდეო - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2020
საქართველოს ეროვნული გვარდია 30 წლის იუბილეს აღნიშნავს – ვიდეო

გარდა ამისა, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით იგეგმება ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა მომზადებაც.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გამართულ ღონისძიებაზე მემორანდუმს ხელი სამსახურის უფროსმა, სამოქალაქო უსაფრთხოების გენერალ-მაიორმა თეიმურაზ მღებრიშვილმა და ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ მოაწერეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ცერემონიას ნატოს ექსპერტი პიტერ კოს-კლაესონი, ასევე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ეროვნული გვარდიისა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

ყველა ახალი ამბავი
0