ვიდეო მარსმავალმა Perseverance-მ გადაიღო, რისთვისაც Mastcam-Z-ის ვიზუალიზაციის სისტემა გამოიყენა. პანორამა 2,4 მლრდ პიქსელის ზომისაა და 992 ცალკეული გამოსახულებისგან შედგება.
ფოტოები 2021 წლის 15-26 აპრილსაა გადაღებული, ხოლო მარსის ხმები კიდევ უფრო ადრე − 22 თებერვალს ჩაიწერა. ამასთან ვიდეოჩანაწერიდან წაშლილია თავად მარსმავალის ხმები.