საქართველოში შესაძლოა უცხოელების ვაქცინაცია დაიწყოს

© AP Photo / Michael Probstკორონავირუსის პანდემია
კორონავირუსის პანდემია - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2021
გამოწერა
საქართველოში კორონავირუსზე აცრის შესაძლებლობა ექნებათ ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელებსა და დიპლომატებს, ასევე სხვა კატეგორიის მოქალაქეებს.

თბილისი, 9 ივნისი - Sputnik. უცხოელებს, რომლებიც საქართველოში გარკვეული დროის განმავლობაში იმყოფებიან და კორონავირუსზე აცრა სურთ, ამის შესაძლებლობა მიეცემათ. განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძემ დაადასტურა, რომ საქართველოში მყოფი უცხოელების ვაქცინაციის საკითხი იხილება და უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება.

„უცხოელებს, ვისაც ბინადრობა აქვთ, ასევე დიპლომატებს, ჩვენ ვცრით, მაგრამ ზოგადად, უცხოეთის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში გარკვეული პერიოდით არიან და აცრა უნდათ, ვფიქრობთ, რომ მიეცემათ ამის შესაძლებლობა“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2021
გახდება თუ არა კორონავირუსის ვაქცინის მესამე დოზა საჭირო: გამყრელიძის განმარტება

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო AstraZeneca-ს პრეპარატით, 30 მარტიდან კი - Pfizer-ით. 4 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს ჩინური Sinopharm-ით აცრის შესაძლებლობაც მიეცათ. პირველ ეტაპზე აიცრა მედპერსონალი, ამჟამად კი აცრა უკვე 18 წელზე უფროს მოქალაქეებს შეუძლიათ. 24 მაისიდან საქართველოში კიდევ ერთი ჩინური პრეპარატი Sinovac გამოიყენება.

ზაფხულში საქართველო ელოდება ამერიკული ვაქცინების - Jonson&Jonson და Novovax-ის - პირველ პარტიებს. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში აცრილია 184.718 ადამიანი, მათგან ორივე დოზით - 54.474 მოქალაქე.

 

ყველა ახალი ამბავი
0