საეკლესიო კალენდარი: 9 ივნისი

© Sputnik / Alexander Imedashviliსაეკლესიო კალენდარი: 9 ივნისი
საეკლესიო კალენდარი: 9 ივნისი - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2021
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 9 ივნისს ღირსი მამა ბასილის ბაგრატ III-ის ძის, ღირსი მიქელ პარეხელის, მღვდელმოწამე თერაპონტის, სარდიელი ეპისკოპოსის,  თეოდორა ქალწულის და დიდიმე მხედრის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik -საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

ღირსი მამა ბასილი ძე ბაგრატ III-ისა

ღირსი ბასილი იყო საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის შვილი. ბავშვობიდან მონაზვნური ცხოვრებისაკენ მიდრეკილმა წმიდანმა ღრმად შეისწავლა ფილოსოფია და ღვთისმეტყველება, ფლობდა მრავალ უცხო ენას და მისი დროის ერთ-ერთი თვალსაჩინო ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი იყო.

წმიდა ბასილი მოღვაწეობდა ხახულის ლავრაში და იქაურ სასულიერო საგანმანათლებლო საქმიანობას ხელმძღვანელობდა. იოანე ბატონიშვილი (1768-1830) „კალმასობაში“ ასე ახასიათებს მას: „ბასილი ბაგრატიონი იყო საფილოსოფოსთა და ღვთისმეტყველებასა შინა ზედმიწევნილი, მთარგმნელი სხვათა ენათაგან კეთილი და რიტორ-მიმთხრობელი და მაღალ ფრასასა ზედა დამთხზველი, მონაზონებითა სრული და განმანათლებელი ეკლესიათა, რომელსა უწოდეს ქართველთა ეკლესიათა სამკაულად“.

საქართველოს ეკლესიის სამკაული და განმანათლებელი ქვეყნისა ჩვენისა, წმიდა ბასილი ბაგრატიონი ათონის წმიდა მთაზე აღესრულა ივერთა მონასტერში.

ღირსი მიქელ პარეხელი 

ღირსი მიქელ პარეხელი წარმოშობით შავშელი იყო, სოფელ ნორგიალიდან. იგი მიძნაძორს აღიკვეცა მონაზვნად და იქ მოღვაწეობდა. ცნობილია რომ ის იყო ერთ-ერთი უდიდესი ასკეტი და ამასთანავე მისი ქვეყნის აღორძინებისთვის მებრძოლი მამა. როცა ხანძთაში მოღვაწე ბერთა შესახებ გაიგო, იქ ჩავიდა, პარეხს დაემკვიდრა და, ღვთის მოწოდებით, კაცთაგან მიუვალ, კლდოვან ადგილას მცირე ეკვდერი და ძმათა საცხოვრისი მოაწყო. თვითონ მარტომყოფობას ეძიებდა და ღვთივსათნოდ ცხოვრობდა. მას მრავალი მოწაფე ჰყავდა,

წმიდა მიქელმა ღვთაებრივი გამოცხადებით მიიღო ბრძანება, რომ თავისი მოწაფეები, წმიდა სერაპიონი და იოანე სამცხეში გაეგზავნა მონასტრის ასაშენებლად. ისინიც ძმებთან ერთად გაემგზავრნენ სამცხეს და ზარზმაში შესანიშნავი სავანე ააგეს.

კაცთა მოდგმის უბოროტესი მტერი - ეშმაკი ხედავდა ღირსი მექელ პარეხელისა და მის მოწაფეთა განმრავლებით მოწევნულ სიკეთეს და წმიდა მამის უდაბნოდან გაძევებას ათასნაირი საცდურით ცდილობდა.

ღირსი მიქელი დიდხანს მოღვაწეობდა პარეხში, აღესრულა ღრმა მოხუცებულობაში, დამარხეს მის მიერ დაარსებულ სავანეში.

მღვდელმოწამე თერაპონტი, სარდიელი ეპისკოპოსი

წმიდა მღვდელმოწამე თერაპონტი, სარდიელი ეპისკოპოსი ქრისტესთვის ეწამა III საუკუნეში. მან მრავალი წარმართი ელინი მოაქცია ქრისტეს სჯულზე.

წმიდა თეოდორა ქალწული და დიდიმე მხედარი

წმიდა თეოდორა ქალწული და დიდიმე მხედარი (+304) ქრისტესთვის აღესრულნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს ქალაქ ალექსანდრიაში 303 ან 304 წელს.

მასალა მომზადებულია ღია წყარორბზე დაყრდნობით.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური