ირაკლი ღარიბაშვილი: ამჟამინდელი პირობებით „ნამახვანჰესის“ მშენებლობა არ გაგრძელდება

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2021
გამოწერა
საზოგადოების ზეწოლით საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9-დან 12 თვემდე ვადით მორატორიუმი გამოაცხადა.

თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ მშენებლობა ინვესტორთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში არსებული პირობებით არ გაგრძელდება, განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ქუთაისის განახლებული აეროპორტის ოფიციალურად გახსნის შემდეგ.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი 225 დღეა გრძელდება. მასშტაბური საპროტესტო აქციების ქუთაისში ჩატარების შემდეგ აქციების მონაწილეები რეგიონებიდან 23 მაისს თბილისში ჩამოვიდნენ. მათ მთავრობას ულტიმატუმის ფორმით რიგი მოთხოვნები წაუყენეს, რომლებიც არ შესრულდა. ამის შემდეგ აქციები ისევ რიონის ხეობაში გაგრძელდა.

„ნამახვანჰესის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2021
თურნავა: ინვესტორი მზად არის ხელი შეუწყოს კომპრომისის მოძებნას „ნამახვანჰესის" საკითხზე

საპროტესტო მოძრაობა მოითხოვს შეთანხმების გაუქმებას კონტრაქტორ კომპანია ENKA-სთან ჰესის მშენებლობის შესახებ, ამ კომპანიისთვის მიწების ხანგრძლივად გადაცემის შესახებ მთავრობის დადგენილების გაუქმებას, ეკონომიკის მინისტრის გადადგომას, ასევე დროებითი მორატორიუმის გამოცხადებას ქვეყნის ენერგოსექტორში მიმდინარე პროექტებზე.

საზოგადოების ზეწოლით საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, გამოაცხადოს მორატორიუმი კაშხლის მშენებლობაზე 9-დან 12 თვემდე ვადით.

„იმ პირობებით, რომელიც დაგვხვდა – 100 წელი და ა.შ., შემიძლია გითხრათ, რომ არ გავაგრძელებთ პროექტს. ჩვენ ინვესტორს ველაპარაკებით. დიდი იმედი მაქვს, რომ ინვესტორს დავითანხმებთ ჩვენი ქვეყნის სასიკეთო ინტერესებზე, რათა კიდევ უფრო უკეთესი პირობებით ავაშენოთ ჰესი, რომელიც იქნება საუკეთესო ინტერესების გამტარებელი ჩვენი მოსახლეობისთვის, მათ შორის „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მას „ნამახვანჰესის“ პროექტი და პრობლემა მემკვიდრეობით დამხვდა. და ის ამაზე აქტიურად მუშაობს.

მანამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ინვესტორი მზადაა მაქსიმალურად შეუწყოს ხელი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხზე კომპრომისული გადაწყვეტილების მიღებას.

ნამახვანჰესის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2021
ნამახვანჰესის პრობლემის გადაჭრაში საერთაშორისო ორგანიზაციები ერთვებიან

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის" პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული Enka მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.

„ნამახვანჰესი" კასკადი ორი ჰესისგან შედგება: ერთი კაშხლის ფართობია 1 კვადრატული კილომეტრი, მეორე კაშხლის ფართობი - 5,1 კვადრატული კილომეტრი. „ნამახვანჰესის" კასკადმა მდინარე რიონზე უნდა დააკავშიროს ორი ჰიდროელექტროსადგური – 333 მგვტ სიმძლავრის „ქვემო ნამახვანი" და 100 მგვტ სიმძლავრის „ზემო ნამახვანი". 

პროექტის განხორციელებამ საქართველოს ყოველწლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის 15% უნდა მოუტანოს. კასკადის მშენებლობაში 830 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0