თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 0,15%-ით გაიზარდა და 101,37 პუნქტი შეადგინა, მოგება შეადგენს 2,45%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ანგარიშში.
კორპორატიული ობლიგაციებით ვაჭრობა
საინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის“ ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,05%-ით გაიზარდა, ვაჭრობა დაიხურა 2,87% მოგებით 106,43 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 101,33 პუნქტის ფასით, 5,58% მოგებით, ფასი ერთ კვირაში არ შეცვლილა.
„საქართველოს რკინიგზის“ ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში 0,06%-ით შემცირდა 107,21 პუნქტამდე, მოგება შეადგენს 1,09%-ს.
აქციებით ვაჭრობა
ფასი „საქართველოს ბანკის“ აქციებზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე ერთ კვირაში 3,51%-ით შემცირდა და ერთ აქციაზე 12,64 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 104 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 12,38–13,34 ფუნტის დიაპაზონში.
კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი 2,62%-ით გაიზარდა და ერთ აქციაზე 6,26 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 91 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 6,21–6,48 ფუნტის დიაპაზონში.
TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში 6,03%-ით შემცირდა 10,9 ფუნტამდე ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 138 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 10,52–11,7 ფუნტის დიაპაზონში.