Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნანუკა გუდავაძის ჩაცმის სტილი – რა აცვია და რა ღირს ივანიშვილის რძლის ტანისამოსი

© photo: nanukagudavadze / Instagramბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე
ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2021
გამოწერა
ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძე 26 წლის ყო­ფი­ლი მო­დე­ლია, რო­მელ­საც ახლა სა­ზო­გა­დო­ე­ბა იც­ნობს რო­გორც მი­ლი­არ­დელ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის რძალს. ნახეთ რომელ ბრენდებს ანიჭებს უპირატესობას და რამდენს ხარჯავს სამოსში მოდის ბლოგერი.

ნანუკა გუდავაძე ბერა ივანიშვილზე გათხოვების შემდეგ მუდმივად ყურადღების ცენტრშია. თუმცა მისი პოპულარობა მაშინ დაიწყო, როდესაც 14 წლის ასაკ­ში პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდა პო­დი­უმ­ზე, დი­ზა­ი­ნერ ბი­ჭო­ლას ჩვე­ნე­ბა­ზე. მას შემ­დეგ გო­გო­ნა მო­დის შე­სა­ხებ ბლო­გებს წერ­და და პე­რი­ო­დუ­ლად ჩვე­ნე­ბებ­ზეც გა­მო­დი­ო­და. აქ­ტი­უ­რობ­და „ინ­სტაგ­რამ­ზე“, სა­დაც ხში­რად აქ­ვეყ­ნებ­და სა­კუ­თარ ფო­ტო­ებს, შორ­ტებ­ში და სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მებ­ში.

და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ ნა­ნუ­კას ჩაც­მის სტი­ლი რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა. ახა­ლი გა­თხო­ვი­ლი არ­ჩევ­ნებ­ზე ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად კო­ჭამ­დე სიგ­რძის დიდი პალ­ტო­თი გა­მოჩ­ნდა, რა­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ო­ცე­ბა გა­მო­იწ­ვია.

ნა­ნუ­კას ჩაც­მის სტი­ლი ძა­ლი­ან და­ემ­სგავ­სა დე­დამ­თი­ლის, ეკა­ტე­რი­ნე ხვე­დე­ლი­ძის ჩაც­მის სტილს, რო­მე­ლიც წელ­ში გა­მოყ­ვა­ნი­ლი კა­ბე­ბის ჩაც­მი­თა და მკაც­რი კოს­ტი­უ­მე­ბი­თაა ცნო­ბი­ლი. დუ­ტის ქურ­თუ­კე­ბი­სა და ჯინ­სე­ბის შემ­დეგ მო­დე­ლის გულ­შე­მატ­კივ­რებს თვალში უც­ნა­უ­რად ხვდე­ბათ უეც­რად და­ქა­ლე­ბუ­ლი გო­გო­ნა. თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, ახა­ლი ცხოვ­რე­ბით ნა­ნუ­კა კმა­ყო­ფი­ლია.

 

ახლა ძი­რი­თა­დად „ტი­კტოკ­ზე“ ვი­დე­ო­ე­ბის გა­და­ღე­ბი­თა და შვი­ლის მოვ­ლით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. მი­ლი­არ­დელ­მა მა­მამ­თილ­მა სამ­შო­ბი­ა­როდ მინი-სა­ა­ვად­მყო­ფო მო­უ­წყო. ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­მა რძლის მშო­ბი­ა­რო­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რად უცხო­ე­თის წამ­ყვა­ნი ექი­მე­ბიც კი მო­იწ­ვია სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძე ბე­რას­თან ქორ­წი­ნე­ბამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს მო­რაგ­ბე­თა ნაკ­რე­ბის კა­პიტ­ნის მე­რაბ შა­რი­ქა­ძის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო. წყვი­ლის და­შო­რე­ბის შემ­დეგ გო­გო­ნა მა­ლე­ვე და­ი­ნიშ­ნა ბერა ივა­ნიშ­ვილ­ზე. თუმ­ცა, ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში კა­პი­ტან­მა თქვა, რომ ბერა არ ყო­ფი­ლა მათი და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი.

უცნობია, ახლა სად იმყოფება ცნობილი წყვილი, რადგან მარტში ცნობილი გახდა, რომ ბერამ ცოლ-შვილთან ერთად საქართველო დატოვა და სამხრეთ კორეაში, სეულში ნანუკას დასთან, დის ქმართან და მათ შვილთან ერთად გაემგზავრა. სწორედ პატარების ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა ნანუკამ „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე, რის მერეც მათი ოჯახის მისამართით მითქმა-მოთქმა არ წყდება.

„ინსტაგრამის“ გვერდზე, რომელიც სპეციალურად ნანუკა გუდავაძის ჩაცმულობას ეძღვნება, დეტალურად არის განმარტებული, რომელი ბრენდის რა ფასის სამოსი აცვია ცნობილი მილიარდერის რძალს.

ნანუკას გარდერობში არის ისეთი ბრენდები, როგორებიცაა Dolce & Gabbana-ს 1850 ევროიანი პიჯაკი, fendi-ს 1350-ევროიანი პერანგი, Andrew GN-ის ყვავილებიანი ცისფერი, გრძელი 2107-დოლარიანი კაბა, oscardelarenta-ს შავი ფერადყვავილებიანი 7260 გირვანქა სტერლინგად შეფასებული კაბა, mr self portrait-ის შავი 320-გირვანქა სტერლინგიანი კომბინეზონი და ა.შ.

ყველა ახალი ამბავი
0