ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვები გაჰყავთ

© photo: Sputnik / Konstantin Chalabov / გადასვლა მედიაბანკშიბავშვთა სახლი, არქივის ფოტო
ბავშვთა სახლი, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2021
გამოწერა
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გამოყვანას აგრძელებს.

თბილისი, 6 ივნისი  – Sputnik. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ ნინოწმინდის პანსიონიდან ჯამში 11 არასრულწლოვნის გამოყვანა უზრუნველყო, რომელთა შორის 1 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია, იუწყება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონის ირგვლივ ბოლო დროს სკანდალი აგორდა. მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პანსიონში ბავშვებზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის აღმაშფოთებელი ფაქტები ფიქსირდება და აღმზრდელები სხვადასხვა სადამსჯელო მეთოდებს მიმართავენ, მაგალითად, ბავშვებს აიძულებენ მუხლებზე იდგნენ, არ აძლევენ საკვებს და სხვ.

დღეს სააგენტომ, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, კიდევ 5 არასრულწლოვანი ზრუნვის სხვა ფორმაში უკვე გადაიყვანა.

„ამ ეტაპზე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს არასრულწლოვნებისთვის ზრუნვის სხვა ალტერნატიული ფორმები უკვე მოძიებული აქვს. ეს ეხება ბიოლოგიურ ოჯახში ინტეგრაციას, მცირე საოჯახო ტიპის სახლებსა და მინდობით აღზრდაში განთავსებას“, - აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.
საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2021
საპატრიარქო ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი ორი დღის წინ ექვსმა არასრულწლოვანმა დატოვა.

წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია.

გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) შუამდგომლობა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან დაუყონებლივ და ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე მოხდეს ყველა შშმ ბავშვის გაყვანა.

საპატრიარქო აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, რადგან მიაჩნია, რომ პანსიონიდან ბენეფიციარების გაყვანის დაჩქარებული პროცესი არ შეესაბამება ბავშვების საუკეთესო ინტერესს, რადგან არ განხორციელებულა სოციალური მუშაკების მიერ იქ არსებული ამჟამინდელი ვითარების შეფასება და არც სათანადო დასკვნა დადებულა კომპეტენტური სპეციალისტების მიერ.

რაც შეეხება პანსიონში არსებულ ვითარებას, ამჟამად იქ სოცმუშაკები და ფსიქოლოგები იმყოფებიან და ბენეფიციარებზე სადღეღამისო დაკვირვებას ახორციელებენ.

ყველა ახალი ამბავი
0