დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 6 ივნისი

© photo: Pixabay / KarlKuჩინკვე-ტერე, იტალია
ჩინკვე-ტერე, იტალია - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2021
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 6 ივნისია, კვირა. კლებადი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.

საკმაოდ ხელსაყრელი დღეა. ადვილად შეიძლება პრობლემების მოგვარება, რთულ ამოცანებთან გამკლავება. მოუსმინეთ ინტუიციას და იხელმძღვანელეთ მისი მინიშნებებით. პოზიტიური ტენდენციების გავლენა იგრძნობა პირად ურთიერთობებშიც.

მამაკაცის „საოცნებო ქალი“ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ვერძი: საინტერესო დღის დასაწყისი გელოდებათ. შესაძლებელია უჩვეულო მოვლენები, სასიამოვნო სიურპრიზები, შეხვედრები. ეს უამრავ პოზიტიურ ემოციას მოგიტანთ. ბევრი თქვენგანი მიხვდება, თუ რისი შეცვლა სურს ცხოვრებაში და როგორ უნდა გააკეთოს ეს. შეგიძლიათ ამისთვის მოქმედებაც დაიწყოთ. ისეთი დაბრკოლებები, რომლებსაც ვერ გაუმკლავდებით, მოსალოდნელი არაა. დღის მეორე ნახევარი უფრო მშვიდად ჩაივლის.

თანავარსკვლავედი - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2017
ზოდიაქოს ნიშნები: ყველაზე შეშლილი ყოფილები და მათი ვნებანი - სიგიჟიდან გულგრილობამდე

კურო: შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ რამე მნიშვნელოვან, რთულ და საპასუხისმგებლო საქმეს შეეჭიდოთ. შეიძლება ბარიერებს გადააწყდეთ, მაგრამ ეს ვერ შეგაშინებთ და ჩანაფიქრზე უარს ვერ გათქმევინებთ. სირთულეებთან გამკლავებაში თქვენი ცოდნა და ადრე მიღებული გამოცდილება გამოგადგებათ. შესაძლებელია მოულოდნელი შეხვედრები, მათ შორის იმ ადამიანებთან, რომლებთანაც ურთიერთობა დაგეძაბათ. ახლა ყველაფრის გამოსწორებისთვის შესანიშნავი დროა.

ტყუპი: საკმაოდ მშფოთვარე იქნება დღის დასაწყისი. გარშემომყოფები ხშირად ერევიან თქვენს საქმეებში და ამას არცთუ დელიკატურად აკეთებენ. თქვენც არ ხართ „დაშაქრული“ და მწვავედ რეაგირებთ ნებისმიერ კრიტიკულ შენიშვნაზე. თუმცა თანდათანობით პოზიტიური ტენდენციების გავლენა გაძლიერდება. გაგიჩნდებათ საინტერესო საქმეები. მოსალოდნელია შეხვედრები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თქვენს ცხოვრებაში. დიდი მცდელობა, რომ მათ მოეწონოთ, არ გჭირდებათ – იყავით ბუნებრივი – ის, ვინც ხართ.

კირჩხიბი: დღის პირველი ნახევარი განცდებისა და მღელვარების გარეშე, დიდი ალბათობით, არ ჩაივლის. არაა გამორიცხული შეფერხებები მუშაობაში, გეგმების შეცვლა უსიამოვნო მომენტების გამო, მაგრამ პოზიტიური ტენდენციების გავლენა ნელ–ნელა მოიმატებს და თქვენი საქმიანობაცა და განწყობაც გაუმჯობესდება. დღის მეორე ნახევარი თქვენ წინაშე ახალ შესაძლებლობებს წარმოაჩენს. ეცადეთ, ინიციატივა ხელიდან არ გაუშვათ.

გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2018
ბედნიერების სამი საიდუმლო ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

ლომი: დილა იღბლიანი თანხვედრებითა და სასიხარულო სიახლეებით დაიწყება. კარგი დროა ახალი საქმის დასაწყებად. ყველაფერში მალე გაერკვევით და პირველ წარმატებებსაც მიაღწევთ. მოგიწევთ იმპროვიზირება და მიზნისკენ ახალ–ახალი გზების ძებნა. ამ ყველაფერს შესანიშნავად გაუმკლავდებით. მოგვიანებით ხელსაყრელი დრო დადგება საუბრებისთვის, მომავალზე მსჯელობისთვის. ასევე შესაძლებელია თანხის მიღება.

ქალწული: მშფოთვარე დღე გელოდებათ. ერთდროულად რამდენიმე საქმის გაკეთება მოგიწევთ და ყველაფერი რომ მოასწროთ, დიდი ძალისხმევა გჭირდებათ. ამასთან, გარშემომყოფებს ხშირად გადააქვთ თქვენი ყურადღება სხვა საკითხებზე, ხოლო მათი რჩევები უმრავლეს შემთხვევაში უსარგებლოა. სჯობს, დამოუკიდებლად იმოქმედოთ და თქვენს გამოცდილებასა და ჯანსაღ აზრს ენდოთ. საღამოს მოსალოდნელია კარგი სიახლეების გაგება ახლობელ ადამიანზე, შეხვედრა ძველ ნაცნობთან.

სასწორი: რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. უღრუბლო დღე არ გელოდებათ. შესაძლებელია რაღაც უსიამოვნო შემთხვევები. მაგრამ არ ინერვიულოთ – ყველა პრობლემა დროებითია და სულ მალე ვითარება გამოსწორდება. ზოგიერთ თქვენგანს სასიამოვნო ნაცნობობა ელოდება. არ არის გამორიცხული რომანტიკული ურთიერთობების ან ხანგრძლივი მეგობრობის დაწყება. ასევე კარგი დროა შემოქმედებისთვის, ნებისმიერი საქმიანობისთვის, სადაც ფანტაზია და კრეატივია საჭირო.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2018
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ცხოვრებით ტკბობა შეუძლიათ

მორიელი: ბევრი წვრილმანი საქმე გექნებათ და არის საშიშროება, რომ ამის გამო ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე დაგავიწყდეთ. ეცადეთ, რაც შეიძლება მალე განსაზღვროთ პრიორიტეტები. ასე დროს ფუჭად არ დახარჯავთ. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ფულთან და ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად. ამ დროს დადებული გარიგებები წარმატებული იქნება. ზოგიერთს ვალს დაუბრუნებენ, ან გადაუხდიან თანხას დიდი ხნის წინ შესრულებული საქმისთვის.

მშვილდოსანი: დღე კარგად აეწყობა. შეგიძლიათ იმ საქმეების დაწყება, რომლებთან შეჭიდებასაც სირთულის გამო აქამდე ვერ ბედავდით. ბევრ თამამ წამოწყებას დღეს იღბალი სდევს თან. ცოდნა, გამოცდილება და ჯანსაღი აზრი მიზნისკენ მიმავალი გზების მოძებნაში დაგეხმარებათ. სიფრთხილეა საჭირო ფინანსურ საკითხებში. დღეს ფულის ფლანგვის დიდი სურვილი გაქვთ. ისე არ მოიქცეთ, რომ ხვალ საფულეში არაფერი დაგხვდეთ და ბოლო ხურდის ამარა დარჩეთ.

თხის რქა: ხელსაყრელი და მსუბუქია დღის დასაწყისი. ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეების დაგეგმვა ამ დროისთვის სჯობს. ყველაფერს იმაზე იოლად გაუკლავდებით, ვიდრე წარმოგედგინათ. კარგად ჩაივლის შეხვედრები, შთაბეჭდილებას მოახდენთ ახლად გაცნობილ ადამიანებზე. ზოგიერთი თქვენგანი ახალ მეგობრებსაც შეიძენს. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ ძველ საქმეებს დაუბრუნდეთ. იღბლიანი იქნება საყიდლებზე წასვლა, მაგრამ არა ძვირადღირებული რამის შესაძენად.

ზოდიაქოს ნიშნები - Sputnik საქართველო, 1920, 04.01.2018
ინდივიდუალური დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის

მერწყული: ხელსაყრელი დღეა იმისთვის, რომ ძვირადღირებული, მნიშვნელოვანი რამ იყიდოთ. ფინანსებთან დაკავშირებით შეგიძლიათ ინტუიციას ენდოთ – ის არ დაგაღალატებთ. შეიძლება ახალი იდეები გაჩნდეს მუშაობასთან ან ბიზნესთან დაკავშირებით. ყველაფერზე კარგად დაფიქრდით – არაა გამორიცხული, რომ ჩანაფიქრის რეალიზების დრო ძალიან მალე დადგეს. გექნებათ შანსი ძველი კონფლიქტის მოგვარების. მოსალოდნელია კარგი სიახლის გაგება.

თევზები: თუ ყველა წვრილმანზე არ ინერვიულებთ, შესანიშნავი დღე გელოდებათ. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. შესაძლებელია რაღაც უჩვეულო მოვლენა მოხდეს, მაგრამ თქვენ არ დაიბნევით და სწორ დასკვნებს გამოიტანთ. თქვენი პარადოქსული, მაგრამ ზუსტი დასკვნები გარშემომყოფებიდან ბევრს გააკვირვებს. შესაძლოა, იღბლიანად გადაწყდეს ფინანსური საკითხები, რომლებიც ბოლო დროს მოსვენებას არ გაძლევდათ. კარგი დღეა პირადი ურთიერთობების თვალსაზრისითაც.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური