თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. რუსეთის მთავრობამ 5 ივნისიდან 31 აგვისტომდე ქვეყნიდან წიწიბურას გატანაზე დროებითი აკრძალვა დააწესა, რუსეთის მთავრობამ შესაბამისი დადგენილება აპრილის ბოლოს მიიღო.
რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზად დაასახელა რუსეთის ბაზარზე პროდუქციის საჭირო მოცულობების შენარჩუნება და ფასების მკვეთრი რყევების თავიდან აცილება.
დროებითი აკრძალვა არ ვრცელდება, კერძოდ, საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარებისთვის განკუთვნილ საქონელზე, სატრანზიტო საქონელზე, სხვა ქვეყნებში რუსეთის სამხედრო ფორმირებების საქმიანობის უზრუნველსაყოფად და ბაიკონურსა და შპიცბერგენზე არსებული ორგანიზაციებისთვის განკუთვნილ საქონელზე.
აპრილის ბოლოს მარცვლეულის ექსპორტიორთა კავშირმა რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის მონაცემებზე განაცხადა, რომ რუსული წიწიბურას ძირითადი იმპორტიორები არიან ჩინეთი, ლატვია და უკრაინა.
რუსეთი საქართველოსთვის წიწიბურას ძირითადი მომწოდებელია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში საქართველომ 701,7 ათასი დოლარის ღირებულების წიწიბურა შეიძინა, აქედან 701,4 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია რუსეთიდან შემოვიდა.
საქართველოში 1 კგ წიწიბურას ფასი 3,5 ლარიდან იწყება.