თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. ქობულეთსა და კვარიათში მაშველები ერთდროულად ორ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდები ზღვაში საცურაოდ შევიდნენ, თუმცა, ძლიერი ღელვის გამო ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლეს.
სამძებრო ღონისძიებებში 30–მდე მაშველი, შვიდი მყვინთავი და ორი კატარღაა ჩართული.