30 მაისს რუსეთში მცხოვრები ქართული წარმოშობის ბლოგერი, ინფლუენსერი და ფოტომოდელი მირანდა (მიმი) შელია დაოჯახდა. შელიას ქორწინებით განსაკუთრებით დაინტერესდა რუსული მასმედია, რადგან ქალის რჩეული რუსი მილიარდერის შვილიშვილი გრიგორი (გრიშა) მამურინი აღმოჩნდა.
View this post on Instagram
წყვილის ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ მასმედიაში გაჩნდა სათაურები: „ფიოდორ სმოლოვის ყოფილი შეყვარებული ცოლად მილიარდერის შვილიშვილს გაჰყვა“, „როსტოველმა მოდელმა მილიარდერის ვაჟზე იქორწინა“, „მილიარდერის შვილიშვილმა ცოლად 6 წლით უფროსი ქალი მოიყვანა“.
View this post on Instagram
მირანდასა და გრიშას შორის სხვაობა ნამდვილად 6 წელია. 28 წლის მოდელის მეორე მეუღლე 22 წლის ბლოგერია. რუსულ მედიაში ვკითხულობთ, რომ წყვილის გასაიდუმლოებული რომანი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა შელიას „ინსტაგრამის“ მილიონამდე მიმდევრისთვის.
View this post on Instagram
ხელმოწერის ცერემონიას ცნობილი სახეებიდან ქეთა თოფურია და მოსკოვში მცხოვრები ქართული წარმოშობის დიზაინერი ლიკა ალადაშვილი ესწრებოდნენ. წყვილს ქორწილი არ ჰქონია, ურთიერთობა მხოლოდ რამდენიმე მეგობრის თანდასწრებით დააკანონეს. თუმცა მილიარდერის ახალ რძალს ხელმოწერის ცერემონიაზე ტომ ფორდის ძვირადღირებული კაბა და ფეხსაცმელი ეცვა. საყვარელმა მამაკაცმა კი რჩეულს „კარტიეს“ ფირმის ძვირადღირებული საქორწინო ბეჭედი აჩუქა.
View this post on Instagram
მირანდას რჩეული გარდაცვლილი რუსი მილიარდერის იგორ ნეკლიუდოვის შვილიშვილია. ნეკლიუდოვი ხაბაროვსკის რაიონში რამდენიმე კომპანიას ფლობდა. მის მემკვიდრეობაშია კინოთეატრების ქსელი, რუსეთის სრულ ტერიტორიაზე ფინტეს-კლუბების ქსელი. ნეკლიუდოვი ტელეკომპანია Dal TV-TNT-ს დამფუძნებელი იყო.
View this post on Instagram
ბიზნესმენი, რომლის ქონებაც 150 მილიარდ რუბლად არის შეფასებული, 2017 წლის 19 ივლისს გულის შეტევით გარდაიცვალა 73 წლის ასაკში. გრიშას დედა ოჯახური ბიზნესიდან ფიტნეს-კლუბების ქსელს ხელმძღვანელობს მშობლიურ ხაბაროვსკში. მამა, კონსტანტინ მამურინი, წარსულში სპორტსმენი იყო და წლების მანძილზე დაკავებული იყო კარატეთი.
თავად გრიგორი მამურინი ცნობილი გახდა 16 წლის ასაკში, როდესაც გორკის პარკში გადაღებულ მის ერთ-ერთ ბლოგზე გამვლელებს ფულის სანაცვლოდ არასტანდარტულ დავალებებს აძლევდა - მაგალითად, უნდა მიერთმიათ გაფუჭებული საკვები, ნაგავი, დაელიათ საკუთარი შარდი. ამ სკანდალის შემდეგ ბაბუამ იგი ხაბაროვსკში დააუბრუნა და მისი განმეორებითი განათლება გადაწყვიტა, რის შემდეგაც დიდი ხანი უცნობი იყო, რას საქმიანობდა გრიშა.
რაც შეეხება მირანდას ცხოვრებას, მას შემდეგ, რაც ქართველ ფეხბურთელ გიორგი ჭანტურიასთან მოკლევადიანი ქორწინება დაასრულა, მისი ახალი რჩეული რუსი ფეხბურთელი ფიოდორ სმოლოვი გახდა. მის შემდეგ შელია რეპერ ვლადისლავ რამს ხვდებოდა, თუმცა წყვილის ორწლიანი რომანი დაშორებით დასრულდა.