ცოტა ხნის წინ გიორგი გილიგაშვილმა თავის „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის აღწერაშიც მიუთითა, რომ ახალ მუსიკალურ ვიდეოს გვთავაზობს, სახელად: „სიმღერა მაგარი რამეა“. სიმღერაში შემდეგ სიტყვებსაც მოისმენთ: „ლამაზი გოგო ცეკვავს ჩემ წინ და სიყვარულით მთვრალია“.
View this post on Instagram
კლიპში ჩანს მოცეკვავე სალომე ჭაჭუაც, რომელიც ჩვეულ ფორმაშია და ცეცხლოვან ცეკვას გვთავაზობს. შეიძლება ითქვას, რომ ამ ცეკვამ კლიპს მუხტი და სიცოცხლე შესძინა.
View this post on Instagram
სალომეს გამოჩენა ხელმომწერებს ძალიან გაუხარდათ და დადებითმა კომენტარებმაც არ დააყოვნა. მოცეკვავემ ვიდეოს ნაწილი პირად გვერდზეც გამოაქვეყნა, შემდეგი აღწერით: „იხილეთ კლიპის მონაკვეთი. სიყვარულის ადამიანი ხარ“.
28 წლის გიორგი გილიგაშვილი ჩოხოსანია. ფართო საზოგადოებამ ტელეპროექტ „ტიფლისიდან“ გაიცნო, მან მონაწილეობა მიიღო ასევე სერიალ „ქერჩშიც“. სერიალში სწორედ მისი განსხვავებულობის გამო მოხვდა.
გიორგი გილიგაშვილი მსახიობიც არის, მუსიკოსიც, პოეტიც, მაგრამ ორი სიტყვით გახდა პოპულარული. სიმპათიურ ჩოხოსანს ბევრი თაყვანისმცემელი ქალი ჰყავს, მისი გული კი ჯერჯერობით თავისუფალია.