https://sputnik-georgia.com/20210602/gamyreliZe-saqarTvelo-zafxulSi-2-3-milionze-met-vaqcinas-miiRebs-251915532.html
გამყრელიძე: საქართველო ზაფხულში 2,3 მილიონზე მეტ ვაქცინას მიიღებს
გამყრელიძე: საქართველო ზაფხულში 2,3 მილიონზე მეტ ვაქცინას მიიღებს
Sputnik საქართველო
საქართველო მიიღებს 0,5 მილიონ დოზა Sinopharm-ს, 1 მლნ დოზას Pfizer-ის ვაქცინას, 700 ათას Novavax-ის ვაქცინას და 130 ათასამდე დოზას Johnson&Johnson-ის ვაქცინას... 02.06.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-06-02T22:08+0400
2021-06-02T22:08+0400
2021-10-19T17:58+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1e/251876468_0:312:3070:2048_1920x0_80_0_0_3221e508b64927c957dd1a8ffa9652d7.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1e/251876468_0:118:3070:2048_1920x0_80_0_0_cb9f976923c4df2f5e7e4027e428376f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
გამყრელიძე: საქართველო ზაფხულში 2,3 მილიონზე მეტ ვაქცინას მიიღებს
22:08 02.06.2021 (განახლებულია: 17:58 19.10.2021) საქართველო მიიღებს 0,5 მილიონ დოზა Sinopharm-ს, 1 მლნ დოზას Pfizer-ის ვაქცინას, 700 ათას Novavax-ის ვაქცინას და 130 ათასამდე დოზას Johnson&Johnson-ის ვაქცინას, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა.
თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. საქართველო მესამე კვარტალში ოთხი სხვადასხვა ვაქცინის 2,33 მილიონ დოზას მიიღებს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში ვაქცინების მარაგი დაახლოებით 160 ათასამდე დოზას შეადგენს.
„ივნისის ბოლოს, ივლისის პირველ რიცხვებში ქვეყანა დაახლოებით ნახევარ მილიონ Sinopharm-ს მიიღებს. ასევე მესამე კვარტალში განსაზღვრულია უკვე Pfizer-ის მილიონი დოზის მიღება და ასევე დაახლოებით მესამე კვარტალში COVAX-მაც დაადასტურა 700 ათასი Novavax-ის და დაახლოებით 130 ათასამდე Johnson&Johnson მოწოდება“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში უკვე განსაზღვრულია მასობრივი, ინტენსიური აცრები და დღეში დაახლოებით 15-16 ათასი ადამიანი უნდა აიცრას.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 149.191-მა ადამიანმა გაიკეთა. მათგან 33.718 ორივე დოზითაა აცრილი.
ქვეყანაში ვაქცინაცია მიმდინარეობს AstraZeneca-ს, Pfizer-ის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებით.