რით არის სახიფათო „გუშინდელი“ მაკარონი: ექიმი განმარტავს

© Photo: Couleur / Pixabayმაკარონის ნაწარმი
მაკარონის ნაწარმი - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2021
მეცნიერის თქმით, მაკარონი ყოველთვის მხოლოდ ახლად მომზადებული უნდა მიირთვათ და არა „გუშინდელი“, ვინაიდან ხელმეორედ გაცხელებული მაკარონი სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას.

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. როგორ მაკარონზე უნდა თქვათ უარი აუცილებლად და რომელი შეგიძლიათ მიირთვათ ღამითაც კი, რადიო Sputnik-ის ეთერში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, დიეტოლოგმა მარიატ მუხინამ განმარტა.

მაკარონის ნაწარმი - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2018
როგორ ახდუნებს მაკარონი - 30 მეცნიერული კვლევის შედეგი

მისი თქმით, მაკარონის ნაწარმი ერთმანეთისგან განსხვავდება და ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რისგანაა ის დამზადებული. ირკვევა, რომ ხორბლის მაგარი ჯიშებისგან წარმოებული მაკარონი, რომელიც ძალიან დიდი რაოდენობით ცილას შეიცავს, რძის პროდუქტებისა და ხორცის ზოგ სახეობას ედრება.

„სასარგებლოა წიწიბურის, სოიოს მაკარონი, ბრინჯის „ლაფშა“. ბოლო დროს მოდური გახდა ქატოს მაკარონი, ვინაიდან ჩვენ არა იმდენად კალორიები, რამდენადაც ქატოში შემავალი ვიტამინები და სასარგებლო ნივთიერებები გვესაჭიროება“, — ამბობს ექიმი.

სპეციალისტის თქმით, თუ ადამიანს გაცხიმოვნება და ნივთიერებათა ცვლის დარღვევა არ აწუხებს, მას თამამად შეუძლია მაკარონის რაციონში შეტანა. თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ ხორბლის რბილი ჯიშებისგან დამზადებული მაკარონი მხოლოდ დღის პირველ ნახევარში უნდა მიირთვათ (მიღებული ენერგიის დახარჯვა რომ მოასწროთ), ხოლო მაგარი ჯიშების მაკარონი – პირიქით, ღამით შეიძლება და საჭიროცაა, ვინაიდან ეს დაძინებაში ეხმარება ადამიანს.

მაკარონის ნაწარმი - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2021
შეცდომები მაკარონის ხარშვისას: როგორ მოვამზადოთ იდეალური სპაგეტი

ამასთან სპეციალისტი ხაზს უსვამს, რომ მაკარონი ყოველთვის მხოლოდ ახლად მომზადებული უნდა მიირთვათ და არა „გუშინდელი“. საქმე ისაა, რომ მანამდე მომზადებული და უკვე გაცივებული მაკარონის გაცხელება, განსაკუთრებით, მიკროტალღურ ღუმელში, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას.

„ასეთ შემთხვევაში ფქვილის უმნიშვნელოვანესი ნახშირწყალი — სახამებელი მოდიფიცირდება და ცუდად მუშავდება. ხელმეორედ გაცხელების დროს მას, შეიძლება ითქვას, სწყდება ელექტრონები და მაკარონი უკვე თავისუფალი რადიკალების შემცველი ხდება. თავისუფალი რადიკალები კი მავნე ნივთიერებებია, რომლებიც უჯრედებში მუტაციას იწვევს. მათი ორგანიზმიდან გამოსადევნად და მავნე ეფექტის გასანეიტრალებლად ანტიოქსიდანტების „მთებია“ საჭირო“, — ხაზგასმით აღნიშნავს ექიმი.

მანამდე კანადელმა მეცნიერებმა 30 კვლევის მეტაანალიზი ჩაატარეს და დაასკვნეს, რომ მაკარონის ნაწარმი არ იწვევს ჭარბწონიანობას და, პირიქით, ხელსაც კი უწყობს გახდომას.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური