თბილისი, 31 მაისი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 360 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 200 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ იმერეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა – 43, იმერეთი – 27, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 24, ქვემო ქართლი – 22, კახეთი – 13, მცხეთა-მთიანეთი – 8, შიდა ქართლი – 6, გურია – 6, სამცხე-ჯავახეთი – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.195 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 327.618-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 16 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 4.773-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 11.546 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.829 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.060, აჭარაში – 400, იმერეთში – 503.
892 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 220 პირი, მათგან თბილისში – 143, აჭარაში – 16, იმერეთში – 19. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 658 ადამიანი, მათ შორის 366 – თბილისში, 248 – აჭარაში. 7.059 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 44 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 36, ხოლო აჭარაში – 6.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20.119 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 11.922 პირი, აჭარაში – 2.138, იმერეთში – 1.432.
ბრძოლა COVID-19-თან: რეგულაციების დარღვევის რამდენი ფაქტი გამოვლინდა ბოლო 24 საათში>>
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 360-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 343.963-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.