კობახიძე: ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ გახარიამ ითამაშა პირდაპირ სააკაშვილის თამაში
„რატომ ითამაშა მან 17-18 თებერვალს სააკაშვილის თამაში, პირველ რიგში მას მოუწევს ამ მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხის გაცემა. მან უნდა უპასუხოს ასევე კითხვას, თუ რატომ არწმუნებდა საპარლამენტო უმრავლესობას, რომ მელიას იმუნიტეტი აუცილებლად უნდა მოხსნილიყო. რატომ იყო ის აქტიური იმუნიტეტის მოხსნის ნაწილში და შემდეგ რატომ ითხოვდა ის მელიას არდაკავებას? მას ამ კითხვაზე პასუხი ვერ ექნება, რადგან არის პირდაპირ ლოგიკური წინააღმდეგობა მის ქმედებებს შორის... ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ 17-18 თებერვალს გახარიამ ითამაშა პირდაპირ სააკაშვილის თამაში", – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. მან განმარტა, რომ „ქართული ოცნების“ გუნდსა და მას შორის განსხვავებული პოზიციები არსებობდა და თანამდებობას ამ მიზეზით ტოვებდა.