თბილისი, 31 მაისი – Sputnik. ვიცით სადაც არის ბადრი ესებუა - იგი ისვენებს, - ასე უპასუხა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პოლიციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტების კითხვაზე, ამ დრომდე თუ რატომ ვერ დააკავეს „საქართველოს ბანკის“ ერთ–ერთ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუა.
ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ერთ–ერთ ფილიალზე ყველაზე დიდი თავდასხმა 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა. შეიარაღებული პირი, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც ბადრი ესებუა, ბანკის შენობაში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ მან ყველა მძევალი გაათავისუფლა და მიმალვა მოახერხა. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ბადრი ესებუას სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება.