თბილისი, 31 მაისი – Sputnik. ქართველი მოდელი ეთო მიგრიაული განაგრძობს საერთაშორისო წარმატებულ კარიერას და მსოფლიო ბრენდების კამპანიებში მონაწილეობას.
View this post on Instagram
ახლახან Geomodels-მა, რომელსაც ეთოსთან კონტრაქტი აქვს გაფორმებული, მოდელის მონაწილეობით კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა.
View this post on Instagram
ქართველი მოდელი „გუჩის“ რეკლამაში გადაიღეს. რეკლამაში ეთოს „გუჩის“ სამოსი აცვია და ამ ბრენდის აქსუსუარები უკეთია, ასევე რეკლამას უკეთებს სხვადასხვა ფერის ჩანთებს.
View this post on Instagram
მარტში ეთო მიგრიაული REDValentino-ს 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის სარეკლამო კამპანიაში გადაიღეს. ახალგაზრდა მოდელის პორტფოლიოში ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობას შეხვდებით, როგორებიც არიან Fendi, Emilio Pucci, Antonio Marras და სხვ.
View this post on Instagram
2020 წლის სექტემბერში ეთო მიგრიაული Valentino-ს 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე გამოვიდა. მალევე Emilio Pucci-ს 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის მოკლემეტრაჟიანი ფილმი გამოჩნდა. საოცრად ჰარმონიული ესთეტიკის მქონე სურათში სახელწოდებით 𝙎𝙐𝙇𝙇𝘼 𝙍𝙄𝙑𝘼 (სანაპიროზე) ხუთი მოდელი მონაწილეობს, მათ შორის ერთ-ერთი ეთო მიგრიაულია.