თბილისი, 31 მაისი – Sputnik. აჭარაში რამდენიმე ათეული ადამიანი სავარაუდოდ საკვებით მოიწამლა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე.
შეტყობინება დაახლოებით 45 ადამიანის ინტოქსიკაციის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ სამმართველოში ჯანდაცვის ცენტრიდან შევიდა.
უწყების ცნობით, შემთხვევა აღინიშნა ბათუმში ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მდებარე სამკერვალო ფაბრიკაში შპს Fast Track Teqstile, სადაც 400 ადამიანია დასაქმებული და არის ორგანიზებული კვება. მზა საკვების მიწოდებას ახორციელებს Ancara Catering.
სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ატარებენ შემოწმებას ორივე ობიექტზე და ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია ნიმუშები.