ტიკ-ტოკერი და ინფლუენსერი თი მაჭავარიანი სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკზე“ ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც „ინსტაგრამის“ ხელმომწერებს თავის წონასთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხობს და აცხადებს, რომ შესაძლოა გოჭივით გაპუტკუნდა, თუმცა დაიკლებს წონაში და ვერ ხვდება რა ეშველება მათ, ვინც ღვარძლიან კომენტარებს არ იშურებს მისი მისამართით.
View this post on Instagram
როგორც თის გამომწერები „ინსტაგრამზე“ წერენ, ინფლუენსერმა წონაში მოიმატა და ეს არაერთხელ აღნიშნეს. გაჩნდა ვარაუდები, რომ თი ორსულად იყო და წონის მატება სწორედ ამას უკავშირდებოდა, თუმცა მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ორსულად არ არის, თავს მშვენივრად გრძნობს და წონის მომატებაც არ ადარდებს.
View this post on Instagram
„იმდენი საჭმელი დაარეკლამა და სინჯა, გაპუტკუნდა“, - უწერენ თის ერთ-ერთი ფოტოს კომენტარებში. ახალგაზრდა ინფლუენსერი სოციალურ ქსელში აქტიურობს, გამომწერებს ბევრ საინტერესო სიახლეს უზიარებს და მუდამ ფორმაშია. ინფლუენსერი თი მაჭავარიანისა და ლაშა ჩხაიძის ირგვლივ ატეხილი ქაოსი უკვე რამდენიმე თვეა დამშვიდა. „ინსტაგრამ“–საზოგადოება წყვილის დაშორებას შეეგუა, ამ თემაზე თიმ და ლაშამ არაერთხელ ისაუბრეს და საკითხი დახურეს.
View this post on Instagram
წყვილი ახლა ცალ-ცალკე განაგრძობს ცხოვრებასა და სოციალურ ქსელში აქტიურობას. ცოტა ხნის წინ თი მაჭავარიანმა განაცხადა, რომ შეყვარებულთან ლაშა ჩხაიძესთან ურთიერთობაში მესამე პირი, უფრო სწორად, სხვა ადამიანები ჩაერივნენ. როგორც ბლოგერმა გადაცემა „სიცრუის დეტექტორში“ განაცხადა, ლაშამ ძალიან გაუცრუა იმედები, რადგან სულ სხვანაირად ჰქონდა მათი ურთიერთობის მომავალი წარმოდგენილი. რაც შეეხება კონკრეტულ პიროვნებებს, თიმ ისინი არ დაასახელა.
View this post on Instagram
თი, იგივე თინათინ მაჭავარიანი, ცნობილი ბლოგერია, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ TikTok-ის საშუალებით გაიცნო. ხალხმა თის და ტატუარტისტ ლაშა ჩხაიძის წყვილი ძალიან შეიყვარა და მათ ცალ-ცალკე გამოჩენას ვერავინ წარმოიდგენდა, როცა თიმ „ინსტაგრამზე“ ვიდეო ჩაწერა, სადაც ემოციურად ხსნიდა, რომ შეყვარებული დაშორდა.