მარინა ბერიძე: ძალიან აუტანელი ვიყავი, მაგრამ ჩემი სიმართლე გამქონდა ხოლმე
„ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, როცა კონსევრვატორიაში ჩავაბარე და ბატონ სულხან ცინცაძესთან ვმეგობრობდი. მას უყვარდა ახალგაზრდებთან ურთიერთობა. დამსვამდა ხოლმე მისაღებ გამოცდაზე და მეუბნებოდა: ორი კარგი გოგო შემოვიდა, ორივე კარგად უკრავს, რომელს აირჩევო?“- ამბობს მარინა ბერიძე.
მუსიკისმცოდნე მარინა ბერიძე: „ჩემი ბავშვობა ლაღი იყო. სიტყვა ლაღსა და თავისუფალს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. სილაღე სხვა გრძნობაა და ის ყველაფრის შესაძლებლობას გაძლევს“.