დიდ ბრიტანეთში შესაძლოა მედიკოსებისთვის სავალდებულო ვაქცინაცია შემოიღონ

© AFP 2024 / Pool / Kirsty O'Connorვაქცინაცია დიდ ბრიტანეთში
ვაქცინაცია დიდ ბრიტანეთში - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2021
გამოწერა
დიდ ბრიტანეთში, რომელშიც თითქმის 68 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ვაქცინის ორივე დოზით უკვე 64 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა.

თბილისი, 30 მაისი - Sputnik. დიდი ბრიტანეთის მთავრობა განიხილავს მედმუშაკებისთვის COVID-19-ის საწინააღმდეგო სავალდებულო ვაქცინაციის შესაძლებლობას, ამის შესახებ განაცხადა მინისტრმა ვაქცინაციის საკითხებში ნადიმ ზაჰავიმ (Nadhim Zahawi).

„ეს სწორია, რადგან თითოეულმა პასუხისმგებელმა მთავრობამ უნდა იმსჯელოს და იფიქროს იმაზე, რომ დაიცვას ყველაზე მოწყვლადები, აცრას ისინი, ვინც მათზე ზრუნავს“, - განუცხადა მან ტელეარხ Sky News-ს.

კემბრიჯის ჰერცოგინია კეიტ მიდლტონმა - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2021
კეიტ მიდლტონმა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა - ფოტო

მან აღნიშნა, რომ პრეცედენტი უკვე არსებობს, მაგალითად, ქირურგებს B ჰეპატიტზე ცრიან.

„ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვიხილავთ ამ საკითხს“, - განაცხადა მან.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის თითქმის 4,5 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 128.037 ადამიანი, ვაქცინის ორივე დოზა უკვე მიიღო 64.4 მილიონმა ადამიანმა. ბოლო აღწერის თანახმად, ქვეყანაში 67.886.004 ადამიანი ცხოვრობს.

ყველა ახალი ამბავი
0